ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და ამიტომ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

თავიდანვე ვამბობდით და ყოველდღიურად მტკიცდება, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს…

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის კანდიდატებზე: კლანური პრინციპით შეარჩიეს სამი კანდიდატი მდიდარმა ენჯეობმა და იმ სამიდან ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა იმდენად არაკომპეტენტურია

,,ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული პრინციპები. პირველ რიგში, როდესაც საუბარი ეხება სახალხო დამცველს, თუ იუსტიციის…

ნინო ფოჩხუა: ხომ არავის ჰგონია, რომ კოლექტიური “ქილერა-ქარდავები” ზნეს შეიცლიან, ერთი სული აქვთ ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და სისხლის გუბეები დააყენონ

„დღეს ბატონი სულხანის დაბადების დღეა. ყველას უნდა ახსოვდეს, განსაკუთრებით ამ დამნაშავეების მომხრეებს და გამპრავებლებს, რომ ის…

გოგა ხაინდრავა: თავის უფალი სამშობლო თუ სამშობლო უცხოს სტატუსით? საუკუნეების მანძილზე ამ „ისტორიული შანსის“ მონიჭებას „გვთავაზობდნენ“, დღეს – „დემოკრატიას“

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს ტვიტერზე პოსტით ეხმიანება. „თავის უფალი სამშობლო თუ სამშობლო უცხოს სტატუსით?…

ნანა კაკაბაძე: სულხან მოლაშვილი პირველი გახმაურებული და ნაწამები პოლიტპატიმარი იყო, რომელიც არ შეეპუა სადისტურ რეჟიმს და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის მქონე ნაციონალების ბელადის მხილება ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო

„დღეს სააკაშვილს თავისი ცოდვები მოეკითხება, თურმე რეალობასთან შეუგუებლობა სჭირს და კომფორტულ გარემოშიც კი არ შეუძლია სამართლიანი…

დავით ქართველიშვილი: თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება

თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო…

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ მართლაც არაადამიანებს, რომლებსაც სულხან მოლაშვილის და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ

,,დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის რომელიც არაადამიანებმა ჯერ დაიჭირეს, მერე იმ დონეზე აწამეს, რომ საბოლოდ…

ირაკლი ლატარია: დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, იმ მოლაშვილის ვინც წლები აწამა წინა სისტემამ და ვინც იყო საჩვენებელი და ჭკუის სასწავლებელი იმათთვის, ვინც არ ემხრობოდა კოლექტიურ მეგის ქარდავებს

,,მოლაშვილი არის სიმბოლო წინა ხელისუფლებისა, სადაც მეფობდა: წამება, დამცირება, უკანონოდ დაპატიმრებები და ციხეში ახალგაზრდა ადამიანების მკვლელობები,”…

თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ სააკაშვილს რა მორალური უფლება აქვს პრეტენზია ჰქონდეს ციხის პირობებზე?!

,,სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის რჩება იმ…

გია გაბრიჭიძე: დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ვერცერთმა ნაცმა და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე “მოტირალებმა” ქუჩაში გამოსვლაც ვერ უნდა გაბედონ

,,მახსოვს 2009 წელს “საკნების აქციის” დროს, მიუხედავად იმისა რომ ჯანმრთელობა ძალიან ჰქონდა შერყეული, “ქუჩის გაზეთის” რედაქციის…

კონსტანტინე გელაშვილი ნოდარ
მელაძეს: საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ამ მძიმე კადრების ჩვენებისთვის, მაგრამ ბავშვების მამას სხვა გზა არ დარჩა. ტატიანა სოლოვიოვამ იცოდა, რომ მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება

,,საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ამ მძიმე კადრების ჩვენებისთვის, მაგრამ ბავშვების მამას სხვა გზა არ დარჩა და ეს…

გლდანის რაიონში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათშორის, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი საყრდენიკედლები ეწყობა.ამჯერად, სამუშაოები ავჭალა…

ირაკლი ღარიბაშვილი- სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა

სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის სახელმწიფოებთან მთავრობა არაერთი მიმართულებით თანამშრომლობს, ერთად არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. „ მინდა რამდენიმე გამომსვლელს გამოვეხმაურო და ძალიან მოკლედ  ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ, ევროპის სახელმწიფოები. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი განხორციელებული ერთად და რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება. რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვიდან : • თქვენგან განსხვავებით ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ! • ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ…

ირაკლი ღარიბაშვილი – მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი – მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ

რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არა დარჩეს პასუხგაუცემელი, თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას სრული ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ამ პროცესისადმი და მოუწოდა, ჩაერთონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში. „სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული ისე, როგორც აცხადებდით მანამდე, ამ პროცესისადმი და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ეს არის რეალობა, მეგობრებო. თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი – მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდევ გავაგრძელოთ, ჩვენ კარი არ დაგვიხურავს თქვენთვის, მზად არიან ჩვენი გუდნის წევრები და მეც პირადად ყოველთვის ვაცხადებ ამის მზაობას, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.