fbpx

გლდანის რაიონში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ
შორის, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი საყრდენი
კედლები ეწყობა.
ამჯერად, სამუშაოები ავჭალა 2-ში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 36 გრძივი მეტრის კედელი მოეწყო, რომელიც გზას
ჩამოშლისგან დაიცავს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტის ჩანგრევის
საშიშროება იყო, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებლი გახდა.
სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 610 ლარი
დაიხარჯა.
ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N16-
თან.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი,
ორივე მისამართზე დასრულებულ პროექტებს გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება