დავით ბახტაძე -ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამდენად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად, სპორტული მინი…

მამუკა მდინარაძე – რომ გცემენ ხელი არ შეუბრუნო, ეს თავდასხმაა და ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს – ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას

მამუკა მდინარაძე – რომ გცემენ ხელი არ შეუბრუნო, ეს თავდასხმაა და ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს –…

ზაზა შათირიშვილი – რაც უფრო მეტად დაინგრევა შვეიცარიული საბანკო სისტემა, მით უფრო გაუჭირდება ივანიშვილს იმ თანხების მიღება, რომლებიც შვეიცარიაში აქვს ჩადებული.

ივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, შეაჩეროს შვეიცარიულ ბანკზე შეტევა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფილოსოფოს ზაზა…

ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა-ნიკოლოზ სამხარაძე

გუშინწინ, ამ დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები დაინიშნა, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, საგნობრივად გვესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე.…

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს მოვხსნით , რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გამოვიდა ინიციატივით, დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს და…

ირაკლი ზარქუა ტვ ფორმულაზე – ამას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტობასთან

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ტვ ფორმულას მიერ, მისი კომენტარიდან ამოჭრილ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს,…

ირაკლი კობახიძე – სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთერთ დანამატად

ირაკლი კობახიძე – სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთერთ დანამატად,…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნაზი ქოზაშვილმა პარტია და ახალციხის საკრებულოს ფრაქცია დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნაზი ქოზაშვილმა პარტია და ახალციხის საკრებულოს ფრაქცია დატოვა. ეს ინფორმაცია imedinews-ს თავად…

გია აბაშიძე ლევან ბერძენიშვილზე-ამგვარ უზნეო არსებებზე ზედგამოჭრილია გამონათქვამი – Маразм крепча

გია აბაშიძე-ამგვარ უზნეო არსებებზე ზედგამოჭრილია გამონათქვამი – Маразм крепчал. რუსულიდან, რადგან ამ სექტის საქმე ხომ რუსული…

შენს სურათს, რომ თელავში, „უბორნიის“ შესავლელთან ჩამოკიდებენ, თან გამვლელ-გამომვლელი იმას რომ იტყვის სად ერეკლე და“სად ეს ისაო-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ბერძენიშვილზე-შენს სურათს, რომ თელავში, „უბორნიის“ (ამ შემთხვევაში, ტუალეტისა და საპირფარეშოს ეს სიტყვა…

ზურა ქადაგიძე გიგი უგულავაზე-ეს რა გათლილი უნამუსოა…ისე მოიპარა 50 მილიონი თვალი არ დაუხამხამებია

ზურა ქადაგიძე გიგი უგულავაზე-ეს რა გათლილი უნამუსოა…ისე მოიპარა 50 მილიონი თვალი არ დაუხამხამებია და ახლა მედიის…

შინაგანი ბოღმა, დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი, სიყვარულის არქონა იწვევს საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილს ისეთი ქმედებებით, რაც სწორედაც საზოგადოების გამოწვევაა-გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე-ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვუყურე ფილმს ოლგა ჩეხოვაზე და საკმაოდ საინტერესო ფრაგმენტი აღმოვაჩინე.ჩეხოვა…

ლევან დავითაშვილი – ჩვენს ერთ -ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა

ჩვენს ერთ -ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით და მათი მოზიდვით საქართველოში მოხერხდა, რომ საქართველო მართლაც იქცეს გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად, ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით. “ჩვენ გვქონდა კომპანია  Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიო წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ ვიყოთ ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ერთის მხრივ  და მეორეს მხრივ ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით. ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით, მათი მოზიდვით საქართველოში მოვახერხეთ, რომ საქართველო მართლაც ვაქციოთ გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით.  აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გახსნილი რომ ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის ყალიბდებოდეს მათთან კონსულტაციის რეჟიმში და თითოეულმა ამ კომპანიამ, წინაზე საქართველოში ჩვენთან იყვნენ Ftx, Finance და აშ., გამოთქვეს სურვილი, რომ კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესშიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება გარღვევა, გვექნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ მიმართულებას და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოვიზიდავთ. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომპანია sales force-თან. ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რომელმაც ფაქტობრივად  ახლებური ციფრული  პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს, ზოგადად ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია, ბევრი სპეციალისტი მომზადდა, გადამზადდა და მიმდინარეობს ჯიტას ფარგლებში ახლაც აიტის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება. ეს ყველაფერი მათთვის საინტერესოა, რომ საქართველოში ოპერაციები განავითარონ. საქართველოში, შეგახსენებთ, რომ უკვე მოქმედებს რამდენიმე ძალიან სახელოვანი კომპანია, მათ შორის ისეთი როგორიც არის “ვაიბერი”, ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით შეხვედრები გაგრძელდება. ჩვენ მეტ აიტი, ციფრული მომსახურების, ფინანსური მომსახურების კომპანიებს მოზიდვას შევძლებთ საქართველოში”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში

მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია  და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლობებს. “ასევე მინდა ვთქვა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს პირადად, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია  და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება.  მე ასევე მინდა გითხრათ რომ, რა თქმა ჩვენ ყველას გვიხარია თქვენი დროებით დაბრუნება საქართველოში, მაგრამ ჩვენი ყველას დიდი ოცნება არის თქვენი საბოლოოდ დაბრუნება საქართველოში. მე მესმის რომ ამ ყველაფერს სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრია​უცხოეთში და მაინც როდესაც ცხოვრობ უცხოეთში თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად რომ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც. ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედა სამშობლო ამიტომ რა თქმა უნდა მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას და სურვილს რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა მანამდე ჩენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლნისის მერიას, განვითარებისა და დასაქმების ცენტრსა (EDEC) და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას,განვითარებისა და დასაქმების ცენტრსა (EDEC) და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდსშორის ურთიერთთანამშრომლობის…