fbpx

ირაკლი ზარქუა ტვ ფორმულაზე – ამას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტობასთან

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ტვ ფორმულას მიერ, მისი კომენტარიდან ამოჭრილ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტობასთან.
„ამას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტობასთან!!! ამას ქვია უბრალოდ “ჩათლახობა”. სანამ ბრიფინგს დავიწყებდი ყველა ჟურნალისტს კიდევ ერთხელ მივულოცე დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი!!! ბრიფინგის ბოლოს კი, ფორმულას ჟურნალისტი – გოგო მეკითხება, რომ ჩვენმა პატრიარქმაო, დღეს (27 მაისს) მიულოცა რუსეთის პატრიარქს მფარველი ანგელოზის დღეო და ამაზე რა კომენატრს გააკეთებთო.. ამაზე ვუპასუხე რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ გილოცავთ 27 მაისს და მშვიდობას გისურვებთქო! “ფორმულამ”კი ასე დაახურდავა“ – წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება