fbpx

შინაგანი ბოღმა, დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი, სიყვარულის არქონა იწვევს საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილს ისეთი ქმედებებით, რაც სწორედაც საზოგადოების გამოწვევაა-გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე-ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვუყურე ფილმს ოლგა ჩეხოვაზე და საკმაოდ საინტერესო ფრაგმენტი აღმოვაჩინე.ჩეხოვა ჰიტლერს ტალანტის შესახებ ესაუბრება და ამბობს ფრაზას – ტალანტი საზოგადოების გამოწვევააო.არ ვეთანხმები ამ შეფასებას.ტალანტი არანაირი გამოწვევა არ არის. ტალანტი არის და ქმნის საზოგადოებისგან დამოუკიდებლად და მისი აზრი საეროდ არ აინტერესებს.აი უნიჭობა, შინაგანი ბოღმა, დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი, სიყვარულის არქონა იწვევს საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილს ისეთი ქმედებებით, რაც სწორედაც საზოგადოების გამოწვევაა. რაც იწვევს ყველა ნორმალური და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის აღშფოთებას და პროვოკატორი უნიჭოს იმ ჭიის დაკმაყოფილებას, რაც მას ღრღნის და მასში მუდამ იცოცხლებს.ლევანა ბერძენიშვილი თავისი იდიოტური გამოხტომებით სწორედაც საზოგადოების გამოწვევას ცდილობს.ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში დამკვიდრდა აზრი, რომ ის მაღალი დონის ინტელექტუალია.ეს პოსტიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხადი გახდეს მისი შარლატანობა. ცხადი გახდეს, რადგანაც ის ისე იქცევა როგორს ირვინ შოუს ნაწარმოების „მდიდარი და ღარიბი“ მეპურე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ადამიანური განცდები, არ ჰქონდა სიყვარული და რომელიც ერთ-ერთ პურში კალიუმის ცეანიდს დებს, რათა თავისი სიბოროტე და ბოღმა ყოვლად უდანაშაულო ადამიანზე გადმოანთხიოს.ეს ადამიანი (და ბევრი სხვაც მისი კლასტერიდან) ფროიდისთვის ნამდვილად კარგი საკვლევი მასალა იქნებოდნენ 🤗

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება