fbpx

რამდენი უკრაინული ოჯახი შეიფარა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მილიარდერმა ოჯახმა?-ოთო სტეფანიშვილი

,,მარშალპრესის,,რედაქტორი ოთო სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში წერს- საქართველოში უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს უკრაინის საელჩო და ელჩი! მაქვს კითხვა:…

შენ არასოდეს, არავისთან არაფერი შეგშლია-გია ბაღაშვილი

მუსიკოსი გია ბაღაშვილი მამუკა ონაშვილზე- აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი,…

ირაკლი ღარიბაშვილი- 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები

2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები  უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას.   „ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად  არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს,  იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება სამინისტროებს, მეტი კარგი ინიციატივები, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი – ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა

ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ  იანვარი-ივნისის საშუალო…

ახალი ჭაბურღილის დამატებით დღე-ღამეში მინ. 1000 ტონით გაიზრდება ზემო ქედისა და არხილოსკალოს წყალომარაგება-ნიკოლოზ ჯანიაშვილი

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი-ახალი ჭაბურღილის დამატებით დღე-ღამეში მინ. 1000 ტონით გაიზრდება ზემო ქედისა და არხილოსკალოს წყალომარაგება,…

წმ. სერაფიმე საროველის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ)აღავლინა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გოჩა სამუკაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ…

7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა, შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ  ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში 7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა; შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით. „დიდი მადლობა, ბატონო გრიგოლ! ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით! დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა. გილოცავთ, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს, სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს.  7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა; მას შემდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა. ამ დროის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა. იქნება ეს ანტიტერორისტული საქმიანობა, თუ შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, კორუფციისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის და სუვერენიტეტის დაცვა. თქვენი საქმიანობის სპეციფიკა ისეთია, რომ თქვენი ყოველდღიური, ზოგჯერ მაღალ რისკებთან დაკავშირებული შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ  ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით, სამშობლოსა და ხალხის მსახურებისთვის სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „პირადად ჩემი, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის,  ჩვენი  სამშობლოსა და ხალხის მსახურებისათვის.  რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე, ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბდებით. მე ასევე მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გამოწვევები. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და არ ვრცელდება ჩვენი კონტროლი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ემატება ის საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს შიდა დესტრუქციული ძალების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამაშიც მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი როლი, რომ დროულად ხდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ყველას გვახარებს არის ის, რომ თქვენი პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა არის გულანთებული პატრიოტი, რომელიც ემსახურება და იცავს ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“- აღნიშნა პრემიერმა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს და გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრებს, მაშველებსა და ექიმებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავთან დაკავშირებით,  სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი- სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულ მფრინავებს. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს  100 000 ლარს, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანატოლი ჩუბაისი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში  რეანიმაციაში იმყოფება

“იქს-ნიუსი”-ს ექსკლუზივი „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელი , პრეზიდენტის ყოფილი სპეცწარმომადგენელი და ამჟამად სამშობლოდან საზღვარგარეთ გაქცეული ანატოლი ჩუბაისი…

ირაკლი ღარიბაშვილი-გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ვადიმ დენისენკო აცხადებს, თუ უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს, მისი პოზიციები ყირიმთან დაკავშირებით გაცილებით სუსტი იქნება

.უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რატომ არ უნდა აღიაროს ოფიციალურმა კიევმა კოსოვოს დამოუკიდებლობა როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა…

ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვაინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული…

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ…

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ ლევან…

15 ივლისიდან
საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური
მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა

გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელიმოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიცწინასწარ დაანონსებული ერთი…