fbpx

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ ლევან რატიანმა დაადასტურა. 

ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

„მამუკა მეგობრებთან ერთად ნატახტარში, რესტორანში იმყოფებოდა. შემდეგ მანქანაში რომ ჩასხდნენ, 22 წლის ბიჭი დაეჯახა, „შკოდით“ მოძრაობდა, სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა.

“იქსნიუსის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მომღერლის ოჯახს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება