fbpx

ანატოლი ჩუბაისი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში  რეანიმაციაში იმყოფება

“იქს-ნიუსი”-ს ექსკლუზივი

„როსნანოს ყოფილი ხელმძღვანელი , პრეზიდენტის ყოფილი სპეცწარმომადგენელი და ამჟამად სამშობლოდან საზღვარგარეთ გაქცეული ანატოლი ჩუბაისი „გილენ-ბარეს სინდრომით“ ერთ-ერთი ევროპული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა შაბათ-კვირას.

ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა  პოლიტიკოსის მეუღლის ავდოტია სმირნოვას ცნობაზე დაყრდნობით.

 ”ცუდად გახდა, უცებ დაიწყო ხელების და ფეხების წართმევა”, – აღწერა სობჩაკმა ჩუბაისის მდგომარეობა. მან ასევე მოიყვანა თავად პოლიტიკოსის კომენტარი. მისივე თქმით, „ გილიენ-ბარეს სინდრომის“  დიაგნოზით გადაიყვანეს ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის.

მოგვიანებით, ქსენია სობჩაკის  ტელეგრამის არხმა, წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ “ოთახი, სადაც ჩუბაისი იმყოფებოდა, რომელშიც თავი  ცუდად იგრძნო, გამოიკვლიეს სპეცაღჭურვილობაში მყოფმა ქიმიური დაცვის  სპეციალისტებმა და პოლიციამ გამოკითხა ყველა მოწმე”.

„იქს-ნიუსი“-ს კომენტარი: „გილენ-ბარეს სინდრომი“ არის იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც ნ ორგანიზმის იმუნური სისტევა უტევს ნერვებს. კიდურებში სისუსტე და ჩხვლეტის შეგრძნება პირველი სიმპტომებია.

ეს შეგრძნებები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და საბოლოო ჯამში მთელი სხეულის პარალიზება გამოიწვიოს. “ გილენ-ბარეს სინდრომის“ ყველაზე მწვავე ფორმა სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. მკურნალობისთვის ჰოსპიტალიზებაა საჭირო.

გილენ-ბარეს სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

„გილენ-ბარეს სინდრომის“  განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები რომლებიც შეამსუბუქებენ სიმპტომებს და შეამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება