fbpx

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლია – სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა-ირაკლი ღარიბაშვილი

რთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს  ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა. „ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს,  მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.Attachments area

რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ – რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!

რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ – რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?! ნებისმიერი სპექტაკლი,…

ირაკლი ღარიბაშვილი – კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს მას დაუსწრებლად და დადასტურებულია ზიანი, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროს მიაყენა

ირაკლი ღარიბაშვილი – კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს მას დაუსწრებლად და დადასტურებულია ზიანი, რომელიც მან…

თავდაცვის  მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ  საფრანგეთის შეიარაღებულიძალების სამინისტროს  მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY  2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც…

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და…

თამარ ჩერგოლეიშვილი ლიკა ბასილაიაზე: ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია

თამარ ჩერგოლეიშვილი ლიკა ბასილაიაზე: ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის,…

ნაცების ევროპულობა-გთავაზობთ ამონაწერს ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან- დიტო სამხარაძე

დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ჰააგის სასამართლოს ამონაწერს ასაჯაროებს- ნაცების ევროპულობაგთავაზობთ ამონაწერს ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან: გვირგვლიანი; რობაქიძე;…

ელენე ხოშტარიას რუსული ფული ემაყება(ვიდეო)

ტრიბუნასთან არ იდგა, მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერი, ტრიბუნასთან იდგა ეროვნული ლიდერი

ვატო შაქარიშვილი პრემიერის ანგარიშს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: ტრიბუნასთან არ იდგა, მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერი,…

პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია – მედია

ვლადიმერ პუტინის შვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან შექმნა ოჯახი და…

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და…

გუშინ ირაკლიმ “იჩუქა” კრიტიკული მასა, რომელიც მის ერთ დაძახებაზე გადაავსებს ქუჩებს, სოფლებს, მთებს-ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ირაკლი ღარიბავილზე- გუშინ დაიბადა ახალი ეროვნული ლიდერი! გუშინ ირაკლიმ “იჩუქა” კრიტიკული მასა, რომელიც…

გია ცაგარეიშვილი: საყვედურები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავამრუდეთ გზა ევროპისკენ, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა

პრემიერი პირადად დაპატიჟა ნატოს გენერალურმა მდივანმა, თანაც როგორი მეგობრული წერილით. ჩვენ ვამაყობთ ამ ურთიერთობებით ნატოსთან, ევროკავშირთან.…

პარტია, რომელიც იტაცებდა ადამიანებს, გაჰყავდა ზღვაში, ხვრეტდა და როდესაც ასეთი პარტიის ლიდერი ციხეში ზის, გმირიაო გვეუბნებიან(ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, ოპოზიციას 9წლიანი რეჟიმის შემოქმედება შეახსენა: 🔹 ვლაპარაკობთ ევროპაზე და დღეს მთელი…

ქართული ოცნება“, რომელიც ევროპული მომავლის, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფას ცდილობს და მეორე მხრივ – საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული ძალა

„ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას შეიძლება დავარქვათ ჭიდაობა ბეწვის ხიდზე, ოღონდ – გარკვეული წრეების მხრიდან – აკრძალული მეთოდებით,…