2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება