fbpx

2018 წელს ვაშაძეს ჩხარტიშვილი რომ აფინანსებდა იცოდა და მალავდა?-თამარ ჩარკვიანი

როგორც ჩარკვიანმა “აიპრესს” განუცხადა, მწვავე დაპირისპირებაში არ შევა “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები პოლარიზება და ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა.

“მე ქალბატონ სალომესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგი ადამიანია, მაგრამ გამიკვირდა მისგან ასეთი განცხადება. იცით, თქვენ ჩემი ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეთერი არ იყო, სადაც მე არ ვიჯექი ბატონ გრიგოლ ვაშაძის არჩევნების დროს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთელი საარჩევნო შტაბი ჩაბარებული ჰქონდა გიორგი ვაშაძეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან გიორგი ვაშაძის შესახებ ქება-დიდების გარდა არაფერი მსმენია. არც ჩხარტიშვილის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვა. მე მინდა კითხვა დავსვა ცოტა ქილიკით – ეს იცოდნენ და მალავდნენ? საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩხარტიშვილი აფინანსებდა ვაშაძეს?

ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან გიორგი ვაშაძეზე საუბარი აღმატებულ ხარისხში მესმოდა. ასე, რომ ძალიან გამიკვირდა ეს და მე მგონი სჯობს, რომ საერთოდ თავი შევიკავოთ ოპოზიციონერ კოლეგა პარტნიორებზე თავდასხმისგან. მხოლოდ იმიტომ, რომ პოლარიზება ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

რა თქმა უნდა, დაპირისპირებაში არ შევალ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ორი წელია პარტნიორობაში ვართ და ამას არ ვაპირებ. მხოლოდ გაკვირვებას გამოვთქვამ ლეგიტიმურს. მე მათ მიერ ვაშაძეზე მხოლოდ აღმატებულ ხარისხში მომისმენია საუბარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ახსენა, რომ სავარაუდოდ კარგი საპრემიერო კანდიდატი იქნებოდა. სალომე სამადაშვილს მაშინ ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებდა? რა უხერხულია მისი მხრიდან ასეთი განცხადება, გავოცდი. მხოლოდ ამ პასუხით შემოვიფარგლები. მე თქვენთან აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის რეფორმებს პატივს ვცემ და ახლაც გავიმეორებ ამას. მიუხედავად იმისა, რომ მის ოპოზიციაში ვიყავი, როდესაც პენიტენციურ სისტემაში დანაშაულები ხდებოდა. ჩემი კოლეგების გამო, რომლებსაც პატივს ვცემ და ისინი “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან, ამის გამო არავის არ გავაკრიტიკებ მწვავედ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.წყარო ,,აიპრესი,,


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares