fbpx

ხელისუფლება დალპა და ის აუცილებლად შეიცვლება – პაატა ბურჭულაძე

ოპერის მომღერალი და პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე “ტელეკომპანია პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდება და საარჩევნო პროცესებში ჩაერთვება და “მხარს დაუჭერს ყველას, ვინც ამ მავნებელი მთავრობის წინააღმდეგ წავა”.

“ჩავერთვები ამ არჩევნებში და აუცილებლად მხარს დავუჭერ ყველას ვინც იქნება ამ მავნებელი მთავრობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ დღეს ყველას ვალდებულებაა, რომ გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყანა ამ მთავრობისგან. იღუპება ერი. დღეს არის სავალალო სიტუაციაში საქართველო, ამიტომაც აუცილებელია ყველანი ჩავერთოთ ასე თუ ისე, სხვადასხვა გზებით და ყველამ ერთად წყნარად და მშვიდად უნდა მოვაშოროთ ეს მავნებელი მთავრობა.

საბჭოთა კავშირი დაიშალა რატომ, იმიტომ რომ სისტემა დალპა, ესენიც ჩამოიშლებიან იმიტომ რომ ეს სისტემაც დალპა. ხომ ხედავთ სანამდე მივედით, ყოველ დღე პანაშვიდები გვაქვს საქართველოში. ამიტომაც ეს სისტემა დალპა, გვინდა თუ არა ეს ხელისუფლება მაინც შეიცვლება.

დღეს ყველას ის გვაერთიანებს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს ამ ხელისუფლების ჩამოშორება. ყველას გვაქვს ერთადერთი მიზანი, ეს მთავრობა უნდა წავიდეს, მათ ეს იციან და ამიტომაც არიან პანიკაში”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares