fbpx

2005 წელს, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, კოტე კემულარიამ ბრალი დასდო კორუფციაში მარიამ ჯიშკარიანს

ესქსპერტი გია აბაშიძე მარიამ ჯიშკარიანს წარსულს ახსენებს-

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას თურმე არ ეთანხმება, რადგან ფსიქიატრთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მისი ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები ვერ დაინახეს. ეს ხომ აცდენილია სასოწარკვეთილი მარგინალების პარტიულ გზავნილს, რომ სააკაშვილი “წამებულია”. 📍მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, პატიმრების უფლებებს იცავდა. 2005 წელს, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, კოტე კემულარიამ (თუ არ ვცდები, ახლა ‘მეცხვარე’ ოქრუაშვილის ე.წ. პარტიაშია) მედიის საშუალებით ბრალი დასდო კორუფციაში. ჯიშკარიანმა ცილისწამებისთვის ქართულ სასამართლოში იჩივლა, თუმცა საქმე ვერცერთ ინსტანციაში მოიგო. შემდეგ სტრასბურგშიც წაიღო ‘ქეისი’ და იქედან შემდეგი ვერდიქტი მიიღო – კოტე კემულარიამ ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული მისი საქმის მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის შესაძლო უკანონო ქმედებაზე. შედეგად, სასამართლომ საქართველოს დააკისრა ჯიშკარიანისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 500 ევროს ოდენობით და სასამართლო ხარჯების დაფარვა, რაც 1 833 ევროს შეადგენდა.📍ამჟამად, მარიამ ჯიშკარიანი მიუყვება იმ გზას, რასაც ეწოდება ამორალური უპრინციპობა და ანგარება. ამ გზის გამკვალავნი არიან ძმები ბერძენიშვილები, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და სხვა ნაყარ-ნუყარი სუბიექტები.📍არ გამიკვირდება თუკი დესტრუქციული “ნაცების” პროპაგანდა შავ PR-ს აუგორებს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრ სპეციალისტებს ობიექტური დასკვნისათვის. არც ნინო ლომჯარიასგან გამიკვირდება კონსილიუმის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. 📍საქართველოში იმყოფება ექს-პრეზიდენტის ბიძა, რუსული ჩეკას ოფიცერი თემურ ალასანია. ტოტალიტარული სექტის ტაქტიკასა და ‘მესიჯბოქსში’ ცვლილებებია შესატანი. თუმცა, ამაოდ. ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მართლაც და ჩარეცხა სააკაშვილი, ხოლო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალია არა საქართველო, არამედ თავად მიხეილ სააკაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება