fbpx

ეტყობა, გულბოზამ ვერ გაუქაჩა , ხოლო ნიკა მელიას ყველაფერი ვერ აკადრებინეს-მანჩო გიორგობიანი

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი –

ГРУ-ს გენერალი , წლების განმავლობაში, სსრკ კგბ-ეს ჭორების განყოფილების ხელმძღვანელი ჩამობრძანდა მისთვის საძულველ და საგინებელ საქართველოში…. ( ვისაც არ სჯერა, მოუსმინოს ბიძა-დისბუშის სატელეფონო ლანძღვა-გინებას ქართველების მისამართით).. როგორც სჩანს, გადატრიალებას თუ რევოლუციას პირადად რომ უდირიჟოროს ?! ( მაგას ჭამს გერმანია?! 😂 ) ეტყობა, გულბოზამ ვერ გაუქაჩა , ხოლო ნიკა მელიას ყველაფერი ვერ აკადრებინეს, მაგნების მთლად უპირობო მარიონეტი ვერ არის, თუ რაშია საქმე?! გააქტიურდება ეხლა “ზაგატოვკები”, საბოტაჟები, ველოდოთ კრიმინალის მომატებას, ვინმე ცნობილი ჟურნალისტის ან ოპოზიციონერის მკვლელობას და ა.შ. ბანალურ რევოლუციურ სცენარებს, რომლებმაც არაერთხელ დადო შედეგი… ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ აჰყვება, დიდი იმედი მაქვს, კარგად გვახსოვს, გიორგი სანაიას მკვლელობა ვის და რა მოვლენებს “დაეცა ჯოკრად” და რამდენი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში ვითომ ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც ძალიან მალე მთლიანად შეერწყა სააკაშვილის ხროვას, ვინც არ მოინდომა, ისინი კი მოიშორეს და არავისთვის გაუყვიათ ხელისუფლება… მალევე დაიწყო ავტორიტარული ტირანია და როგორ დააქციეს ქვეყანა გინდა ეკონომიკურად, გინდა სტრატეგიული ტერიტორიების “მეგობრებზე” და ღია მტრებზე გადაცემით, ესეც გვახსოვს და არ დაგვავიწყდება…მკვლელებს და ჯალათებს რა უნდა ვაპატიოთ? რომელი მგლოვიარე ოჯახის მაგივრად ვაპატოთ? მერე, ამდენი მოკლულის ახლობლებს და ნათესავებს თვალი როგორ გავუსწოროთ?!.არ ვიცი რით დავიმსახურე, მაგრამ ერთ დდღესაც, სულხან მოლაშვილის მამამ დამირეკა და მადლობა მითხრა, ტიროდა კაცი 💔 …დედამიწაზე არ მოიძებნება “ფული” რომელიც ამ ტკივილიან მადლობას გამაყიდინებს, ვერანაირი მილიონი და ვერანაირი მილიარდი ვერ გადამათქმევინებს ჩემს პოზიციას სულხანთან დაკავშირებით და ვერასდროს დავაღალატებ მოლაშვილების ოჯახს! და ასე მტკივა კიდევ ბევრი ოჯახი, ვისაც უდანაშაულოდ დაუხოცეს კაცები…ისიც მახსოვს, სულხანი უკვე დაჭერილი ჰყავდათ, მოლაშვილებს სპეციალურად აყიდინეს წავკისის აგარაკი , რომელიც მერე ვითომ გაჭირვებულ ოჯახებს აჩუქეს, რეალურად კი პიარისთვის სჭირდებოდათ, ვერანაირი კორუფციული სიმდიდრე ვერ აღმოუჩინეს და ეს იკადრეს, მათივე დავალებით ნაყიდ წავკისის სახლს ატრიალებინებდნენ ყველა ტელევიზიას და სამწუხაროდ ბევრმა დაიჯერა კიდეც…ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაცხლისტობის თახსირი ტვინები კიდევ ბევრს იკადრებენ და მოიგონებენ, მინდა გთხოვოთ, ყველაფერი გადაამოწმოთ ხოლმე და კგბ-თემურას დირიჟირებულ პროვოკაციებს არ წამოეგოთ, განსაკუთრებით , აუხსენით ახალგაზრდებს, თუ ვინ არიან თემურა ალასანია და იგორა გიორგაძე ( გია ჭანტურიას მკვლელობის დამკვეთი, ედიკაზე ტერაქტის მომწყობი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, უბნების ერთმანეთზე წამკიდებელი, ვაჟკაც ბიჭებს რომ ერთმანეთი ეხოცათ და ასე ჩაეგდო ქუჩა ხელში)…).. ორივე კაგებეშნიკი მონაწილეობდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაგდება-მკვლელობაშიც , ასევე შევარდნაძის გადატრიალებაშიც 2003-ში, რაც პირადად რუსეთის ინტერესი იყო, რადგან სწორედ ედუარდმა შეიტანა ნატოში განაცხადი და არა მიხუნჰაუზენმა, როგორც ამას ტრიპაჩობს და ეს ტყუილი სახელმძღვანელოებშიც კი უწერიათ ბავშვებს.ახალგაზრდებს კი არ ახსოვთ, რომ სწორედ რუსეთის თანხმობით და ივანოვის ხელდასმით აიყვანეს სააკაშვილი ტახტზე, სავარაუდოდ, აუღებელი კოდორის ხეობის და ახალგორის რაიონის – რუსეთის საოცნებო სტრატეგიული ტერიტორიების ავტონომიებზე მიკერებაც გამოიხატა ხელისუფლების მირთმევისთვის ვალის დაბრუნებაში… კოდორი უნიკალური საბრძოლო- სტრატეგიული სიმაღლეა, ხოლო ახალგორთან უნდა გაევლო გაზსადენს “ნაბუქო”, რაც სწორედ სააკაშვილის 2008 წელს პროვოკაციების გამო ჩაიშალა, სწორედ 2008 წელი დაასახელა თურქეთის მთავრობამ მემორანდუმით შეკრული გრანდიოზული პროექტის ჩაშლის მიზეზად, რაც ევროპის ენერგო-დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა და რუსეთის “სამხრეთ ნაკადის” ჩავარდნას…(გადახედეთ, დღეს რა ამბებია “ჩრდილოეთ ნაკადის” გარშემო და მერე მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ნაბუქოს საქართველოს და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ვინ დაასხა რუსეთის წისქვილზე წყალი.. ეჰჰ, კიდევ რამდენი ასეთი კონკრეტიკა, მაგრამ მიჰათმადიდებლების სექტას იმ უნაოჭო გლუვ ტვინებში როგორ ჩაუდებ?! ასე რომ, სწორედ КГБ გვიტევს გაერთიანებული ფრონტით უკვე მესამედ და ყველამ გაანძრიეთ თავები, ვისთან დგახართ და ვის პარტიას აძლიერებთ, უკვე მესამედ ნუ დააქცევინებთ ძლივს მუხლებიდან ამდგარ ქვეყანას…. საერთოდ კი, ეს გიენები ყველა იმპერიას დააგლეჯინებენ საქართველოს, ოღონდ მათ აღუდგინონ ძალაუფლება…ყველაფრისმკადრებლები არიან…(რა საკითხიც დაგაინტერესებთ მეტად, მკითხეთ და დაგიკონკრეტებთ)

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება