fbpx

2004 წლის 1 ოქტომბერს,16 წლის ვიყავი, სახლში ფორმიანი ადამიანები შემომივარდნენ-ნიკუშა კაკილაშვილი

ნიკა კაკილაშვილი იხსენებს ნაციონალური რეჟიმის დროს მის დაკავებას-

ამბავი ასე იწყება, 2004 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც 16 წლის ვიყავი, სახლში ფორმიანი ადამიანები შემომივარდნენ, მათ მამაჩემის დაკავება სურდათ, მაგრამ მის ნაცვლად სახლში მე დავხვდი. მთელი სახლი გადაატრიალეს, მაგრამ გაფორმებული ტყვიების გარდა ვერაფერი იპოვეს. ჩემს თვალწინ გამომძიებელმა ვიღაცას დაურეკა და ეუბნება -“ წამლის დადება აღარ დაგვჭირდება ტყვიები ვიპოვეთ გაფორმებული”. შემდეგ მოტყუებით წამიყვანეს სამინისტროში, ბლანკი დაგვრჩა და ხელი უნდა მოაწეროო. ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი ჰქონდათ. მიმიყვანეს სამინისტროში და მეუბნებიან, რომ სანამ მამაშენი არ მოვა არ გაგიშვებთო. დილის 5 საათზე გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, იქ 3 დღე გავატარე. რა პირობებშიც ვიყავი და მიწევდა ყოფნა, მაგას აღარ მოგიყვებით. საბოლოოდ, მამაჩემის ადგილსამყოფელი მაინც ვერ მათქმევინეს. მუხლი მქონდა ასეთი: “ ტყვიების შენახვა გაზიდვა”. მესამე დღეს ჩემი სასამართლო იყო, ყველა საინფორმაციო ტელევიზია იღებდა ამ სასამართლოს, მაგრამ მაშინაც იყვნენ ღირსეული ადამიანები, მოსამართლემ ბრალი არ მომისაჯა და გამამართლა. სამწუხაროდ, აღარ მახსოვს მოსამართლის სახელი და გვარი, მაგრამ მადლობას მას, რომ გადამარჩინა და ცხოვრება არ დამინგრია. არასდროს გამჩენია სურვილი, ასე საჯაროდ ამაზე მესაუბრა, მაგრამ რატომღაც მომინდა ჩემი ისტორია თქვენთვის მომეყოლა. მიშას რეჟიმი არასოდეს აღარ უნდა დაბრუნდეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება