fbpx

ვებ-შეტევები საქართველოს მომხმარებლების მიმართ შესუსტდნენ, სამაგიეროდ იმატეს სომხეთსა და აზერბაიჯანში

პრეს-რელიზი

ეს საინფორმაციო სტატია სარეკლამო ხასიათის არ არის და შეიცავს მხოლოდ საქართველოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს

თბილისი, 30 სექტემბერი.  2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში  მომხმარებელთა 4,45% -მა განიცადა ინტერნეტ თავდასხმები. ამ მაჩვენებელმა სომხეთში შეადგინა 12,95 % -ი.  ამ მონაცემით  ქვეყანამ დაიკავა მე -17 ადგილი იმ ოც ქვეყანათა შორის, რომელთა მომხმარებლები ყველაზე ხშირად ხდებოდნენ ვებ- შეტევების მსხვერპლი.  აზერბაიჯანში მსგავსი სახის  თავდასხმები დაფიქსირდა მომხმარებელთა 11,14% -ის მოწყობილობებზე.

2020 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში დასნებოვნების მცდელობას დაექვემდებარა მომხმარებელთა 7,9%-ის კომპიუტერები (მე -12 ადგილი), სომხეთში –  5,6% და აზერბაიჯანში –  6,5%. „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, საშუალოდ ამ წლის  მეორე კვარტალში  მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 9,43%-მა   ერთხელ მაინც განიცადა Malware კლასის ვებ-შეტევა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი  5.73%  იყო.

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში კომპანიის გადაწყვეტილებებმა მსოფლიოში განთავსებული ინტერნეტ რესურსებიდან  მოიგერიეს  1 686 025 551 თავდასხმა,  დააფიქსირეს  675 832 360 უნიკალური URL, რომელმაც გამოიწვია ვებ-ანტივირუსის გააქტიურება.  2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა 899 744  810 თავდასხმა და დაფიქსირდა  286 229 445 უნიკალური URL.

ვებ-თავდასხმებისგან დასაცავად, ექსპერტები გვირჩევენ გამოიყენოთ საიმედო ანტივირუსი ვებ-მოდულით, რომელიც ხელს უშლის მავნე ობიექტების გადმოტვირთვას ინფიცირებული ვებ-გვერდებიდან. მავნე პროგრამები იქ ჩნდება  კიბერდანამნაშავეთა მიერ სისტემის გატეხვის შედეგად, რომლებიც შემდგომში ლეგიტიმურ საიტებში აყენებენ მავნე სკრიპტებს და სხვადასხვა მიზნების პროგრამებს – ფარული კრიპტოვალუტის მაინერებს, კრიპტოგრაფ- გამომძალველთა ჩამტვირთველებს, პერსონალური და საბანკო მონაცემების მომპარავ პროგრამებს. თავდამსხმელები ასევე მიზანმიმართულად ქმნიან მავნე საიტებს, შეგნებულად ტვირთავენ მათში სხვადასხვა სახის მავნე პროგრამებს და შემდეგ იზიდავენ მომხმარებლებს ამ საიტებზე სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება