fbpx

18 წლის მერე აღდგენილი სამართალი ,პოლიციის გენერალ-მაიორ ვასილ დავითაიაზე შეთითხნილი ამბავი

დღეს „ნაციონალებს“ რომ ჰკითხო, მათზე ჰუმანური და სამართლიანი აქამდე არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა. თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ რევანშისტული და მოძალადე რეჟიმი შეიცვალა, საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების დეპარტამენტი. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი იქნა 443 პირი, რომელთაგან 315 მოქალაქისთვის, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია, დაახლოებით, 59 610 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. ამას გარდა, ბოლო ხანებში ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, დეპარტამენტმა სასამართლოს 112 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით 90 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.2004 წელს პოლიციის გენერალი ვასილ დავითაია გასამართლებული იქნა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით. განაჩენში მითითებული იყო: მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების დეპარტამენტი მიერ ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვასილ დავითაიას მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ვასილ დავითაიას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ჩვენ შევხვდით ბატონ ვასილ დავითაიას და გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერს._ ბატონო ვასილ, თქვენ საქართველოში ბევრი გიცნობთ, მაგრამ, მოდით, ხელახლა შევახსენოთ საზოგადოებას ყველაფერი და თქვენი ნებართვით, თავიდან დავიწყოთ. რამდენი და რატომ მოგისაჯეს?_ მოგეხსენებათ, 1995 წლიდან 2002 წლამდე გახლდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დეპარტამენტის თავმჯდომარე.2002 წელს ჩემი ნებით გადავდექი თანამდებობიდან.2003 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდა „რევოლუციური“ ძალა, დაიწყეს ე.წ. ძველი საქმეების ამოქექვა._ ძველ საქმეებში რა იგულისხმებოდა?_ ძველი თანამდებობის პირების „საქმეები“, ანუ ვინც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის გუნდის წევრებად მოვიაზრებოდით და შესაბამისად, შევარდნაძის მთავრობის წევრებად ვითვლებოდით, ჩვენზე განსაკუთრებული თვალთვალი მიმდინარეობდა.სააკაშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, როგორც იცით, იყო საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. როგორც კი პარტია დააფუძნეს და მედიით გააპიარეს, იქვე თქვეს: ჩვენ დავიწყეთ წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გავათავისუფლეთ შს მინისტრი კახა თარგამაძე და ახლა მის სხვა კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს უნდა მივხედოთო. ერთ-ერთ ასეთ „კორუმპირებულად“ მე მიმიჩნევდნენ. _ რამდენადაც ვიცი, თქვენ, „ნაცმოძრაობის“ მაშინდელმა ახალგაზრდულმა ფრთამ, მაშინდელმა ოპოზიციონერებმა, მილიონერ ქართველ ჩინოვნიკთა სიაში შეგიყვანეს და ქონების, ასე ვთქვათ, რევოლუციური კონფისკაციის მიზნით დაგადგეს თვალი._ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული. გიგა ბოკერიას სპეციალური სიაც ჰქონდა, სადაც ყველა გუბერნატორი და ყველა გამგებელი იყო მოხვედრილი. სამსახურიდან რომ წავედი, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ეს ახალგაზრდები ჩემი სამსახურის საბუთებში არასახარბიელოდ იქექებოდნენ, მაგრამ არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, ყველაფერი სწორად და კანონის დაცვით მქონდა გაკეთებული._ მაგრამ მილიონერთა სიაში რომ იყავით?_ ახალგაზრდა რეფორმატორებმა რომ წამოსწიეს დეკლარაციის თემა, ეს იყო სპეციალურად შემოგდებული, რათა ძველი თანამდებობის პირებისთვის ჩირქი მოეცხოთ. ბინა და სახლი მაშინ ყველას ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ რატომღაც ხშირად ისმებოდა კითხვა: საიდან მოიტანეს, მაგალითად, ბინა. ამას ჩაავლეს ხელი „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ და შემოიღეს ე.წ ქონების დეკლარირებები.მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, ეროვნული ხელისუფლების დროსაც, შევარდნაძის პერიოდშიც, „მოქალაქეთა კავშირის“ დროსაც, ვაკეთებდი ჩემს საქმეს და მაქსიმალურად შევეცადე, დეკლარაციაში ყველაფერი სიზუსტით აღმენუსხა, ყველა ქონება, რაც კი ირიცხებობდა ჩემს სახელზე და ჩემი ოჯახის სახელზე.აფხაზეთიდან დევნილი ვართ მეც, ჩემი ოჯახიც და ჩემი მშობლებიც. 1993 წელს აფხაზეთიდან რომ გამოგვდევნეს, ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ქონება, რაც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა აფხაზეთში, ჩვენი არ იყოს, ეს ყველაფერი იყო და დარჩა ჩვენი ოჯახის საკუთრებად, რადგან აფხაზეთი დღემდე საქართველოს ტერიტორიად არის საყოველთაოდ დეკლარირებული. კიდევაც ჩავწერე დეკლარაციაში, რომ აფხაზეთში მამაჩემს აგარაკი ჰქონდა. ჩვენ ბინაც გვქონდა სოხუმში და სახლიც. მოკლედ, დეკლარაციაში სამი ისეთი ობიექტი დავასახელე, რომლის ფასმა ლარებში, დახლოებით, 800 000 ლარს გადააჭარბა. ქონების ნუსხას თბილისში არსებული ბინაც დაემატა. ქონების მისამართებიც მივუთითე, თუმცა მისამართებს არავინ შეხედა, არავის გაუთვალისწინებია, რომ ამ ქონების 80 % აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო რეგისტრირებული. ყველაფერი დააჯამეს და მილიონერად გამომაცხადეს _ შინაგან საქმეთა სამინიტროს მილიონერი ჩინოვნიკი ვასილ დავითაია, რომელმაც თანამშრომლებს არ მისცა ხელფასები, ფული „შეჭამაო“. ასე უარყოფითად გააპიარეს ჩემი სახელი და გვარი.და დაიწყო ჩემზე მედია-ტერორი. ჩემი ავტორიტეტის და სახელის შესალახავად უამრავი დეზინფორმაცია იბეჭდებოდა „რეზონანსში“ და „ალიაში“. ისედაც იყვნენ სპეციალურად გამოყოფილი ჟურნალისტები მიზანში ამოღებული პირების საწინააღმდეგო სტატიების შესაქმნელად. მათ შორის კარგად მახსოვს ქალბატონი ელისო ჩაფიძე და ვიღაც ვასაძე, გაზეთ „ალიადან“. ეს ჟურნალისტები მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან, ჩემზე უარყოფითი პუბლიკაცია არ გამოექვეყნებინათ, ყოველ თვე ჩემზე თითო პუბლიკაცია მაინც იბეჭდებოდა, ანუ ნიადაგი მზადდებოდა შემდეგი რეპრესიისთვის.იმ პერიოდშივე დაინტერესდა ჩემით მაშინ პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავი-2“. მის გადაცემაში „60 წუთი“, დაახლოებით, 40 წუთი პირადად ჩემი კომპრომეტირებისთვის გამოიყენეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მუშაობის პერიოდში, კონტროლის პალატის მიერ ჩატარდა 6 დოკუმენტური რევიზია და ბოლოს, კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის მიერ ერთი დოკუმენტური რევიზია. საბოლოოდ, ვერც ერთი რევიზიის შედეგებით ვერ დადგინდა ვერც ერთი ბრალდება, მათ შორის, ვერც, როგორც „რუსთავი-2“-ში, ასევე სხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გაჟღერებული დეზინფორმაციაც.ვუყურებდი და ვუსმენდი ჩემზე უამრავ გაუგონარ ტყუილს და მონაჭორს, მაგრამ ესაა ტელევიზიის „უფლება“, ლაპარაკობენ შენზე და შენ არ შეგიძლია პასუხი გასცე. ხალხში რომ გამოხვიდე და რაც გინდა თავი იმართლო, უკვე ნათქვამია, ხოლო ეჭვი _ დათესილი.რამდენიმე ჟურნალისტს ვთხოვე მაშინ ჩემს შესახებ ვისაუბრებ-მეთქი, მოვიდნენ, ჩაიწერეს, მაგრამ არ დაბეჭდილა. „რეფორმატორები“ აკონტროლებდნენ უკვე მედიასივრცეს და იქ ჩემი სიმართლის ადგილი უკვე აღარ მოიძებნებოდა.იმ პერიოდში სასამრთლოშიც ვიჩივლეთ. ცხადია, გამამართლეს, მაგრამ ტელევიზიებში გვპასუხობდნენ: ჟურნალისტურ სტანდარტებს ნუ არღვევთ, ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენი აზრით, ვასილ დავითაია დასაჭერია, დანარჩენი ჩვენ არ გვეხებაო.2004 წლის 26 ივლისს გენერალური პროკურორის ადეიშვილის პირველმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ გამოიტანა დადგენილება ჩემზე აღძრულიყო სს საქმე._ ბატონო ვასილ, თქვენ ერთ-ერთ ბრალდებად პოლიციელებისთვის ხელფასების გაუცემლობა გედებოდათ, ანუ ფლანგავდნენ ხელფასის ფულს და თანამშრომლებს ანაზღაურების გარეშე ტოვებდნენო._ მაგრამ ბრალდებაში ხელფასები არსად არ არის ნახსენები. რევიზიის აქტში წერია, რომ პოლიციელებს ხელფასებს ვაძლევდით დაგვიანებით. საქმე კი ასე იყო: ფინანსთა სამინისტრო წლიურ ბიუჯეტს რომ დამიმტკიცებდა, ვთქვათ, 50 მლნ-ს, გვაძლევდა 30 ან 35 მლნ-ს. ბიუჯეტი არ ივსებოდა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს ხელფასებზე თანხა აკლდებოდა. სამსახურიდან რომ წავედი, ხუთი თვის გაუცემელი ხელფასები დავტოვე._ მაგრამ თანხებს როგორ ანაწილებდით, თუ 50 მლნ იყო საჭირო, 35 მლნ-დან მხოლოდ ადმინისტრაციას აკმაყოფილებდით?_ როგორ გეკადრებათ. ხელფასი თუ ვინმეს დააკლდებოდა, ერთნაირად აკლდებოდა ყველას. როგორც გითხარით, სამსახურიდან რომ წამოვედი, ხუთი თვის ხელფასი მქონდა გაუცემელი, შესაბამისად, ხულოს რიგით პოლიციელსაც 5 თვის აუღებელი ხელფასი ჰქონდა, თბილისის პოლიციელსაც და სხვებსაც, გამორჩევას როგორ დავუშვებდი? არც ერთი თეთრი არ მქონდა არაკანონიერად გაცემული ან გახარჯული. პოლიციელებს ფორმებსაც ვერ ვაცმევდით და ფული არათუ მოსაპარი, აუცილებელი საჭიროებისთვისაც კი არ გვქონდა.მაგრამ მოვიდა „ვარდების ხელისუფლება“ და მათ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, სამინისტროს ბიუჯეტი წელიწადში ერთი მილიარდი გაუხდა. დასკვნები თავად გამოიტანეთ._ რამდენადაც ვიცით, თქვენც იყავით გარკვეული დროით საქართველოდან წასული._ მე მაშინ წავედი ქვეყნიდან, როცა არასწორად აღძრეს ჩემზე საქმე. საქმის აღძვრიდან ერთ კვირაში საქართველოდან წავედი.თქვენ კარგად იცით, საქმე რომ აღიძვრება, იმ საქმეს აქვს, ე.წ. საფეხურები, მაგალითად, თუ თანამდებობრივი დანაშაულია, რევიზია უნდა დაინიშნოს. ჩემს საქმეზე რევიზიის აქტი გაკეთებული იყო კონტროლის პალატის მიერ და არაფერი არ იყო აღმოჩენილი. კონტროლის პალატის ის აქტი შემდეგ კეზერაშვილის ფინანსურმა პოლიციამ „გადამოწმა“. კანონის მიხედვით, ფინანსურ პოლიციას საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმების უფლება არ ჰქონდა, მერე, როცა ესენი მოვიდნენ, შეცვალეს კანონები და ფინანსურ პოლიციას მიანიჭეს უფლებამოსილება საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმების. მოკლედ, ამათ, ყოველგვარი კანონის დარღვევით, ჩვენი ანგარიშების შემოწმება დაიწყეს, მოითხოვეს დოკუმენტაცია, დაიწყეს თანამშრომლების დაშანტაჟება. უმძიმეს დღეში ჩააგდეს ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ისედაც ვერაფერს იტყოდნენ საბუთების გარეშე, ხოლო დოკუმენტაცია, ყველაფერი, ყველანაირად, კანონის დაცვით და სუფთად იყო შედგენილი და შემოწმებული.ხუთი თვის განმავლობაში კეზერაშვილის საფინანსო პოლიციის 6 თანამშრომელი მუშაობდა, რომ რაიმე ტიპის დარღვევა ეპოვათ ჩემი სამსახურის დოკუმენტაციაში. ამასობაში დაჭერები გრძელდებოდა, დაკავეს ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი, გენერალ-მაიორი ლევან კენჭაძე, სხვები.მთელი კვირის განმავლობაში ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მითვალვალებდნენ, ყველგან დამყვებოდა ერთი და იგივე მანქანა და სახლში რომ შევიდოდი, მერე მიდიოდა. _ თუ გითვალთვალებდნენ, როგორ გადახვედით საზღვარზე?_ 2004 წლის 3 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში სახლში მივედი და მანქანა ფარეხში დავაყენე, თუმცა სიძე მყავდა დაბარებული, ორივე უკანა გასასვლელიდან გავედით, მე ჩავჯექი სიძის მანქანაში და წავედი. იმ ღამით 11 საათზე 14 თანამშრომელი მოსულა ჩემს დასაპატიმრებლად, თან ახლდათ „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფი. ეზოს წრე შემოარტყეს და ისე შემოვიდნენ. იცოდნენ, ძალიან ფრთხილი ძაღლი მყავდა, ძაღლს თვალებში რაღაც სითხე შეასხურეს, რის გამოც დაჩლუნგდა და გარკვეული დროის მერე მოკვდა, მაგრამ მე უკვე საზღვარზე ვიყავი გადასული.ჩემი მეუღლე ჰყვებოდა შემდეგ: ვერსად რომ ვერ მიპოვეს, ჯგუფის ხელმძღვანელი კუთხეში ჩაიკეცა და ხელები სახეზე აიფარაო. შევეკითხე, ცუდად ხომ არ ხართ-მეთქი და მიპასუხა: მაცალეთ, ქალბატონო, გონზე მოვიდეო… როგორც გავიგე, ამ ამბიდან მესამე დღეს იმ ჯგუფის უფროსი, ვინმე მაისურაძე, დააპატიმრეს.მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მილიონი დოლარი მოსთხოვეს ჩემს ოჯახს. მოგვიტანეთ და შევეშვებითო. ჩემი პასუხი იყო: გამაგებინონ, რაში მდებენ ბრალს, ეგება, ერთი კი არა, ორი მილიონი მაქვს მოსატანი, ან ბოდიში მაქვს მოსახდელი, დამიმტკიცონ დანაშაული და თანახმა ვარ-მეთქი. გაიწელა საქმე.რევიზორებს ძალად დააწერინეს აქტი, რაც სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი ჩემს მიმართ წაყენებულ განაჩენში, სადაც აღნიშნულია, რომ 7 ეპოზოდში მე გადავამეტე ჩემს უფლებამოსილებებს და ბიუჯეტს ზარალი მივაყენე._ კონკრეტულად რაში დაგდეს ბრალი?_ განაჩენში აღნიშნულია: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპატრამენტის თავმჯდომარემ ვ. დავითაიამ არაჯეროვნად შეასრულა რა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა მასში, რომ მან სრულყოფილად არ გააკონტროლა დეპარტამენტის კუთვნილი სპეცსახსრების ხარჯვის კანონიერება, 2000 წლის განმავლობაში შვიდ შემთხვევაში, შვიდ ანგარიშვალდებულ პირზე, მხოლოდ ხსენებულ პირთა მიერ წარდგენილ პატაკებზე, თავისი რეზოლუციების შესრულების შედეგად, უსაფუძვლოდ ჩამოწერილი და ხარჯვებში გაწერილია 100 456 ლარი. (რამაც მაშინდელი კურსით შეადგინა 60 000 დოლარი).ზემოაღნიშნულ ქმედებათა ჩადენისთვის ვასილ დავითაიას წარედგინა საქართველოს სსკ 342-ე მუხლის I ნაწილი.2004 წლის 24 ნოემბერს საქარველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს გ. ლაცაბიძესა და ბრალდებულ ვასილ დავითაიას შორის დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე აღიძრა შუამდგომლობა ამ შეთანხმების დადასტურებისა და ბრალდებულის ვასილ დავითაიას მიმართ განაჩენით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ჯარიმის 162 დღიური ანაზღაურებით, 50 ლარის ოდენობით, სულ 8140 ლარის მისჯის თაობაზე“.ამავე განაჩენით დადგინდა, რომ „დამტკიცებულ იქნას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის გ. ლაცაბიძისა და ბრალდებულ ვ. დავითაიას შორის 2004 წლის 24 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება სასჯელზე._ ვასილ დავითაიას (დაბადებული 1952 წლის 2 აგვისტოს, ქ. ფოთში, ქართველი, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები ქ. თბილისში, ლ. ქიაჩელის # 26) საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მიესაჯოს ჯარიმა 162 დღიური ანაზღაურებით 50 ლარის ოდენობით, სულ 8140 ლარი“.მიუხედავად ყველაფრისა, „ნაცმოძრაობის“ პროკურატურამ ჩემი მეუღლე დოდო სიჭინავა აიძულა, საკუთარი სახლი ბანკში ჩაედო და მიეღო კრედიტი 250 000 დოლარის ოდენობით, საიდანაც გენერალური პროკურორის გიორგი ლაცაბიძის მითითებით, ჩემს მეუღლეს 2004 წლის ნოემბერში, თითქოსდა სახელმწიფოსთვის, ჩემ მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, ჩაარიცხინეს 60 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 190 000 დოლარი გადაარიცხინეს სამართალდამცავი ორგანოების აღორძინების ფონდში, რომლის მეპატრონეები იყვნენ თვით სააკაშვილ-ადეიშვილი და თავად ლაცაბიძე. ანგარიში გახსნილი ჰქონდათ მაშინდელ „რესპუბლიკა-ბანკში“. ყოველივე ამის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ პირობა დამადებინეს, თუ სახლში დიდი ხნით დავრჩებოდი, პრობლემებს შემიქმნიდნენ, რის გამოც ისევ წავედი და 10 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. ვიმყოფებოდი ხან სომხეთში, ხან _ რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბოლოს 2014 წელს წამოვედი უკრაინიდან, რადგან იქ მიშა ჩამოვიდა, ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა ორივე აქ ვართ, მე თქვენთან ვსაუბრობ, სააკაშვილი კი ციხეშია.ბოლო წლებში ჩემი საქმის გამოძიება დაევალა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილ გამომძიებელს ლევან ზაალიშვილს, რომელთანაც საქმის ირგვლივ რამდენიმეჯერ მქონდა შეხვედრა. მე მას ყოველთვის ვთხოვდი, რომ მაინტერესებდა მხოლოდ სიმართლის დადგენა ჩემი საქმის ირგვლივ და თუ მომცემდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის პროკურატურის მიერ სწორად ვიყავი გასამართლებული, დავეთანხმებოდი. ვითხოვდი მხოლოდ გადაწყვეტილებას. იგი შემპირდა, რომ ხელახლა გამოიძიებდა ჩემს საქმეს და ამის შემდეგ დადებდა შესაბამის დასკვნას.მართალია, დიდი დრო გავიდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს სამართლიანობა აღსდგა და ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩემი დაზარალებულად ცნობის შესახებ.19 წელიწადია ვებრძვი „ნაცმოძრაობის“ უსამართლო ხელისუფლებას და ვიბრძვი საკუთარი სიმართლისთვის, ახლა 71 წლის ვარ და არაფერი მაინტერესებს, იმის გარდა, რომ ჩემს შთამომავლობას, ჩემს 5 შვილიშვილს არ დავუტოვო სათქმელად, რომ მათი წინაპარი, მათი ბაბუა იყო გამომძალველი, ბიუჯეტის ქურდი და ძარცვავდა საკუთარ ქვეყანას. ამ სამარცხვინო ლაქით ჩემს შვილიშვილებს ვერ დავტოვებ, არ მინდა, გასამართლებეული გენერალი ვიყო და ვისი? სააკაშვილის და ადეიშვილის გასამართლებული? ეს ორმაგი სირცხვილია ჩემთვის.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ჩემი საქმის ხელახალი განხილვა და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მე სამართლიანად მცნეს დაზარალებულად, წლეულს _ 23 მარტს. მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ჩემ მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება და 2004 წლის უზენაესი სასამართლოს განაჩენი უსაფუძვლოა. საგამოძიებო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება და გადააგზავნა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაუქმებლად.ეს დეპარტამენტი სწორედ ამიტომ შეიქმნა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, აგრეთვე, ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩემი საქმის ხელახალ განხილვაში._ საქართველოს მედიის დიდი ნაწილი თითქმის ყველა გადაცემაში ხელისუფლების მაღლაჩინოსნების კორუმპირებულობაზე ლაპარაკობს, თქვენ კი მადლობას აცხადებთ, თქვენ კარგს ხედავთ, ისინი _ ვერა?_ ეს დამოკიდებულებები პრესა-ტელევიზიებიდან 1999 წლიდან იწყება, მაშინ გამოვიდა სააკაშვილი და მისი ბანდა ასპარეზზე და აქამდე გრძელდება მათი თარეში _ ოპოზიციური ტელევიზიები რომ მაგათ ხელშია, ეს ყველამ იცის, როგორ შეიძლება მათ გარდა საქართველოში ყველა ჩინოვნიკი კორუმპირებული იყოს, ხოლო წყაროსავით ანკარა იყოს სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და მათნაირები? გადახედეთ, როგორ ცხოვრობენ ისინი, არ გიჩნდებათ კითხვა _ საიდან? მე კარგად მახსოვს სააკაშვილი კოჭებს ზემოთ, მოკლე შარვლით რომ დადიოდა. კარგად მახსოვს გვარამია და მისი ოჯახი. დაინტერესდით, საიდან აქვთ ამ ადამიანებს დიდძალი სიმდიდრე._ ახლა რა ეტაპზეა თქვენი ბრძოლა?_ ახლა დაზარალებულად ცნობის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩემზე და ჩემს ოჯახზე მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების შესახებ მსჯელობა სასამართლოში გაგრძელდება0,,საერთო გაზეთი,, ირანდა კალანდაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება