fbpx

სამტრედიაში მუზეუმის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ეგიდით, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული დაიწყო. დღეს სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ათეულობით ვიზიტორს და საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა. ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აკაკი შანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შთამბეჭდავი ისტორიები გააცოცხლეს. ღონისძიებას მერის მოადგილე, გია მეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტუროს სამსახურის ხელმძღვანელი, ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი სახის ღონისძიებების გამართვა18 მაისს, დიდ ჯიხაიშში სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექციით თემაზე „საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკედებლობის აქტზე ხელმომწერები’’ ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო ურთიერთობების ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი გიგა ჩალიგავა და თანაწამყვანი გიორგი ცაგარეიშვილი, ლექციის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ნიკო ნიკოლაძის თემის ირგვლივ გაიმართება კონკურსი კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელშიც ჩართული იქნებიან სამტრედიის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება