fbpx

15 წლის ბიჭი მდინარემ მშობლების თვალწინ გაიტაცა

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც.  იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება.

სამძებრო ღონისძიებები მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა

გაუზიარე!

Shares