fbpx

ენა ჩაიგდოს გიორგი ბარამიძემ და არ დაავიწყდეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ვინ სად შეხვდება, არავინ იცის-დოდო სიდიანი

გიორგი ბარამიძეს ჩემი ქმრისა და შვილის მკვლელობას არ შევარჩენ! არ შევარჩენ, როგორ გამოწვეს სახლში დაჭრილი ჩემი ქმარი! არ შევარჩენ, როგორ მოკლეს ჩემი შვილი ომეხი, რომელსაც ოქროს ბეჭდის ართმევისას თითი მოაჭრეს!“ – ამის შესახებ ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ დოდო სიდიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

„გიორგი ბარამიძე ეცერში იმყოფებოდა! ამის ვიდეოკადრებიც არსებობს! ის კი არა, კუბდარი მაჭამეთო, ჩვენს მეზობლებს ელაზღანდარებოდა. გიორგი ბარამიძეს ჩემი ქმრისა და შვილის მკვლელობას არ შევარჩენ! არ შევარჩენ, როგორ გამოწვეს სახლში დაჭრილი ჩემი ქმარი! არ შევარჩენ, როგორ მოკლეს ჩემი შვილი ომეხი, რომელსაც ოქროს ბეჭდის ართმევისას თითი მოაჭრეს!

ომეხი უკვე მოკლული იყო, როდესაც გაძარცვეს! სპეცრაზმელმა გულზე ჩექმა დაადგა და ასე ააგლიჯა გულიდან ჯვარი! ჩემს გოჩას კი, ხელბორკილდადებულს, „შტიკნოჟით“ დაუსერეს სხეული!

დიახ, ენა ჩაიგდოს გიორგი ბარამიძემ და არ დაავიწყდეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ვინ სად შეხვდება, არავინ იცის!“ – განაცხადა დოდო სიდიანმა.

გაუზიარე!

Shares