fbpx

145 კაცზე ვაკანსია გამოვაცხადეთ და ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა-ვახტანგ გომელაური

145 კაცზე ვაკანსია გამოვაცხადეთ და ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ – 4 000 წავიდა, 5 000 შეიძლება მოვიდა. სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უწყებიდან თანამშრომლების წასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სამინისტრო 4 000-მა თანამშრომელმა დატოვა, თუმცა ამავე დროს, უწყებაში იგივე რაოდენობის ადამიანი დასაქმდა.

„არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის, ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის. 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები.

თვითონ გადინება, რასაც ჰქვია, 4 000 კაცი რომ გავიდა, იგივე მოვიდა. ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, დაახლოებით, იყო 60 თუ 58 სასაზღვროსი, რომელზეც საჭიროა აუცილებლად ინგლისური ენის ცოდნა. აქედან გამომდინარე, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ასე შემდეგ. გამოვაცხადეთ ვაკანსია 140 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდა. 4 000 წავიდა, 5 000 შეიძლება მოვიდა. სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის“, – განაცხადა გომელაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება