fbpx

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს შეხვდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გივი მეტრეველთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს , საკრებულოს თავმჯდომარეს ნუგზარ პაპიაშვილს, მერის მოადგილეს მალხაზ მერაბიშვილს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ,,რთველი-2022-ის“ წარმატებით ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მევენახეების მხარდასაჭერად სახელმწიფო ,,რთველი 2022-ის“ სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს , პროცესს კი კოორდინაციას საორგანიზაციო შტაბი გაუწევს.
დღესვე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა სოფელ ხორნაბუჯში ახლად გახსნილი ღვინის საწარმო დაათვალიერეს. შპს ,,ქართული ფესვები“ მოსახლეობისგან ყურძნის მოსავალს წელს პირველად მიიღებს.
რთველი საქართველოში ტრადიციულად დედოფლისწყაროდან, კერძოდ კი ჩვენი მუნიციპალიტეტის ალაზნისპირა სოფლებიდან აგვისტოს ბოლოს დაიწყება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება