fbpx

1,4 მილიარდი საქართველოში გენერირებული ენერგია ჩაანაცვლებს უფრო ძვირად ღირებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას-დავით მირხულავა ნამახვან ჰესებზე

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ნამხვან ჰესის,,მშენებლობაზე-

დავით მირცხულავა: „კიდევ რამდენიმე ასპექტზე მინდა შევჩერდე ნამახვან ჰესთან დაკავშირებით: “1. როდესაც ჰესების მოწინააღმდეგები საუბრობენ ნამახვან ჰესზე, მუდმივად ასახელებენ ამ პროექტის განხორციელების და სხვა ნებისმიერი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მათვის ერთ ერთ მთავარ არგუმენტს, რომ საქართველოში არასოდეს არ ჩატარებულა გენერაციის ობიექტების სტრატეგიული დაგეგმვის ისეთი კვლევა ,რომელიც ინტეგრარულად შეაფასებდა ენერგოგენერაციის განვითარების ტექნიკურ საკითხებს, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ ზემოქმედებებს და სწორედ ასეთი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ვარიანტების შერჩევით მოხდებოდა საქართველოს ენერგეტიკაში გენერაციის ობიექტების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა, როგორც ამას აკეთებენ ყველა განვითარებულ ქვეყნებში. ესე იგი განისაზღვრებოდა ქვეყნის ენერგეტიკის გენერაციული ობექტების განვითარების ოპტიმალური გეგმა , რომელი ჰესი , თბოსადგური, ქარის სადგური და ასე შემდეგ როდის აშენდეს რა თანმიმდევრობით. ეს ნამდვილად ასეა, ნებისმიერ წარმატებულ განვითარებულ ქვყნებში იყენებენ მინიმუმ 10-15 წლიან ან მეტი პერიოდით გენერაციის ინტეგრარული დაგეგმვისათვის ზემოთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღებები, მთავრობები ამ კვლევების საფუძველზე იღებენ გენერაციის ობიექტების განვითარების გრძელვადიან ოპტიმალურ გეგმას. შემდეგ ყოველ ორ -სამ წელიწადში გენერაციის ობიექტების განვითრებასთან ერთად ხდება ასეთი გეგმის კორექტირება. სად არის სიმართლე? სიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში ასეთი კვლევა არსებობს და ჩატარებულია საქართველოში,სამწუხაროდ ჰესების მოწინააღმდეგე მხარე ამ ფუნდამენტურ კვლევას რატომღაც „არ იცნობს“ (?!). თუმცა ვფიქრობ, რომ ჰესების მოწინაღმდეგებს ამ მეთოდოლოგიით შექმნილი ნებისმიერი გეგმა არ დააკმაყოფილებს. მათი მიზანი ხომ არ ითვალისწინებს არც ერთი ჰესის მშენებლობას საქართველოში. დაუბრუნდეთ კვლევას,მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2007 დეკემბერში დასრულდა „ საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“. კვლევა შეასრულა სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა(SEEC) და ამ კვლევაში, რომელიც განიხილავდა დაგეგვის 15 წლიან პერიოდს განხილულ ყველა ვარიანტში, ნამახვან ჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის (ინტეგრირებისათვის) ციტატა ამ კვლევიდან: „რანჟირების ყველა სცენარში ის ( ნამახვანის ჰესი) შედის საუკეთესო ალტერნატივების ჯგუფში (პირველ ან მეორე პოზიციაზე, რანჟირების ყველა სიაში)“ . 2. ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ თითქოს არ არსებობს ნამახვანის ჰესების კასაკადის ლოკალურ მიკროკლიმატზე ზემოქმედების შეფასების კვლევა. სიმართლე კი შემდეგია 2019 წლის აგვისტოში დასრულდა ასეთი კვლევა და ის შეასრულა ცნობილმა, ავტორიტეტულმა კომპანიამ „TerraClima“( www.terra-clima.com) და მე ამ კვლევებს ვეყრდნობი და ვციტირებ. კვლევაში აღნიშულია, რომ: „რეზერვუარების გარშემო მიკროკლიმატური ცვლილებების თაობაზე აკადემიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროექტის მსგავს გარემოში, ჰორიზონტალური ზემოქმედება ტემპერატურასა და ტენიანობაზე შეიძლება აღინიშნებოდეს მხოლოდ 100 მეტრში რეზერვუარების ნაპირიდან.“„ტემპერატურებზე შეიძლება მოხდენილ იქნას მხოლოდ ოდნავი ზემოქმედება პროექტის სიახლოვეს (მომავალი რეზერვუარებიდან მხოლოდ 100 მ მანძილზე და არა რაიონული ან ქვე-რეგიონული მასშტაბით“„მიკროკლიმატური ეფექტები (ტემპერატურა, ქარი, ტენიანობა) ლოკალიზებულ იქნება რეზერვუარის ზედაპირზე და უშუალოდ მის გარშემო (მომავალი რეზერვუარებიდან 100 მ მანძილზე“. ამ ფრანგულმა კომპანიამ, რომელსაც საფრანგეთში მნიშვნელოვანი გამოცდილება კვლევების ფრანგულ ვენახებზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ჩაატარა შეფასება ვენახებზე ნამახვანის წყალსაცავების გავლენის. ამ ანგარიშში აღნიშნულია: რეზერვუარის გარშემო, ვენახები ტვიშსა და ქორეინიშში მდებარეობს მომავალი რეზერვუარიდან 800 მ-ზე მეტი მანძილის დაშორებით. აქედან გამომდინარე, ამ სოფლებში მიკროკლიმატური ცვლილებები არ მოახდენს გავლენას ვენახებზე. ანალოგიურად, ვენახები ორხვში მდებარეობს რეზერვუარიდან 800 მ-ზე მეტი მანძილის დაშორებით, ამიტომ მათზე ზემოქმედება არ მოხდება. თუმცა არის ვენახების გარკვეული რაოდენობა , რომელიც 100 მეტრიან ზონაში მდებარეობს ამ ზონისათვის შემუშავებულ იქნება მაკროკლიმატისა და ყურძნის ხარისხის მონიტორინგის გეგმა, როგორც ამ ანგარიშშია აღნიშნული.3. დღეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი კვტსთ-ს დღის საათებში 8 ამერიკულ ცენტს აჭარბებს, ნამახვანი ჰესების გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, რომელიც სწორედ ამ იმპორტს ანაცვლებს დღის საათებში თითქმის 2 ცენტით იაფი იქნება ხელშეკრულებით. და, მერწმუნეთ ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის. “იმპორტის ჩანაცვლების სხვა რა უკეთესი არგუმენტი უნდა მოვიყვანო 1,4 მილიარდი საქართველოში გენერირებული ენერგია ჩაანაცვლებს უფრო ძვირად ღირებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას!

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია