პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს ღიად უპირისპირდება და მას პოლიტიკურ გვამს უწოდებს:- ხალხმა რეფერენდუმით გაანულა ამ ქალბატონის ვეტორი და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაცოცხლებთ პოლიტიკურ გვამებს – აცხადებს ჩარკვიანი. პუბლიცისტმა ბურჯანაძე კორუფციაში დაადანაშაულა და ოპოზიციურ ფლანგს მისი ჩრდილში გადანაცვლებისკენ მოუწოდა.