fbpx

13 ახალი ინფიცირებულიდან 3 ე.წ. ლილოს კლასტერს მიეკუთვნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 13 ახალი ინფიცირებულიდან 3 ე.წ. ლილოს კლასტერია.

ეზუგბაიას თქმით, ახალ ინფიცირებულებს შორის არის მედსპერსონალიც, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 222 პაციენტი მკურნალობს.

„13 ახალი პაციენტიდან 3 არის ლილოს ბაზრობიდან, 1 პაციენტი ინფექციის წყარო არის გაჩიანი, 5 პაციენტი არის იმპორტირებული და აქედან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 შემთხვევა არის ინფიცირებულთან კონტაქტი, 2 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 1 შემთხვევის წყაროს მოძიება ხდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares