fbpx

წარმატებები ჩემს სამაგალითო და საამაყო უმცროს მეგობარს ალექსანდე მოწერელიას-პროფესორი მელიტონ სულაბერიძე

მე ვამაყობ ალეკო შენი განვლილი გზით, შენი მოღვაწეობით ამ დიდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, საიდანაც დაანახე ჩვენს ხალხს შენი ინტელექტი, შენი მათდამი გვერდზე დგომა“, – ამის შესახებ პროფესორი, მეცნიერი მელიტონ სულაბერიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას შესახებ წერს.

„ვინ რას თხზავს, ჭრის და კერავს ეს მის სინდისზე იყოს. რაც შეეხება მოწერელიებს, დიდი ალექსანდრე: პროფესორი, აკადემიკოსი, ახალგაზრდა თაობის აღმზრდელი, კოლორიტი, სამაგალითო დიდი ოჯახის მეთაური.

ბატონო ირაკლი – მისი სამაგალითოდ გავლილი გზა შეგიძლიათ იხილოთ ფილმში ….

ჩემი ცხოვრებიდან გავიხსენებ: ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი (1973წ) კომაროვის სკოლის მიმდებარედ გადავიკვეთეთ. მე იმდენად შევცბი, მიხვდა ბატონი ირაკლი, რომ მე ის ვიცანი. ხელი ჩამომართვა, გამომკითხა ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი. უნივერსიტეტში პირველივე წელს ჩარიცხვა მომილოცა. მკითხა მშბლების შესახებ და გაირკვა, რომ მათ იცნობდა. დამლოცა და წარმატებები მისურვა.

 ეს მოულოდნელი შეხვედრა, ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ბატონი ირაკლი იყო, ჩემთვის უსაზღვროდ სიამაყის მომტანი აღმოჩნდა. ჩემი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, ქუხდა მისი სახელი და ავტორიტეტი. სასწრაფოდ წავედი რუსთაველზე და დავურეკე ჩემს მშობლებს და გავუზიარე ჩემი ემოციები.

21 წლის ასაკში გავხდი ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი. კვლავ შევხვდი ბატონ ირაკლის, გავიხსენეთ ჩვენი 5 წლის წინანდელი შემთხვევითი შეხვედრა, მისი დალოცვა. ამ დღიდან მოყოლებული,  სიცოცხლის ბოლომდე ის იყო ჩემი უფროსი მეგობარი. არამარტო ის, არამედ მისი სამაგალითო და საამაყო ოჯახის ყველა წევრი. მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს მეგობრობა ჩვენს ოჯახებს შორის დღემდე გრძელდება.

მე და ჩემმა მეუღლემ, ჩვენს პირველ ვაჟს ბატონი ირაკლის დიდი კაცობის პატივსაცემად ირაკლი დავარქვით. ბატონი ირაკლის შემდეგ, მის სახელს ღირსეულად და პირნათლად აგრძელებს, დიდ ოჯახში აღზრდილი, განათლებული, სიკეთის მთესველი, გულთბილი და გულისხმიერი ალექსანდრე მოწერელია.ყველამ დაინახა მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი თანამდებობის პირი , საქმიანი, მოწესრიგებული, თავმდაბალი , მოკრძალებული მოსმენის უნარის მქონე , სიტყვის კაცობით და ამით მოსახლეობის დიდი ნდობის დამსახურებით.

ჩვენ, ერთად გვიმოღვაწია. მე ვამაყობ ალეკო შენი განვლილი გზით, შენი მოღვაწეობით ამ დიდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, საიდანაც დაანახე ჩვენს ხალხს შენი ინტელექტი, შენი მათდამი გვერდზე დგომა. მათ კი, შენი გაკეთებული საქმეებით შეგიყვარეს. ერთი, ორი უმადური და დაუნახავი ადამიანი ყველგან გამოერევა. ვერაფერს გააწყობ, ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. წარმატებები მომავალშიც ჩემს სამაგალითო და საამაყო მეგობარს, უმცროს ალექსანდე მოწერელიას!“ – წერს მელიტონ სულაბერიძე.


გაუზიარე!

Shares