fbpx

1 არხის შენობის შესასვლელთან, სტუდიებთან, სამონტაჟოებთან,რუსი ჯარისკაცები იდგნენ, 33 წელი გასულა!-მარინა ლათიბაშვილი

33 წლის წინ 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს 1 არხის ყოფილი თანამშრომელი,ჟურნალისტი მარინა ლათიბაშვილი-

9 აპრილი….1 არხზე 😔
33 წელი გასულა 😔
_________________________________
9 აპრილის სისხლიანი დარბევის შემდეგ,როდესაც რუსის ჯარმა ქალაქი დატოვა,1 არხის შენობაში კიდევ დიდხანს(,დაღუპულების ორმოცამდე,)ისევ ავტომატიანი ჯარისკაცები პატრულირებდნენ.იდგნენ ყველგან:შემოსასვლელში,რედაქციების კარებებთან,სტუდიებთან,რადიო და ტელე სამონტაჟოებთან,ბუფეტის შესასვლელთანაც კი.ძალიან ძნელი ასატანი იყო ეს ყველაფერი.სხვათა შორის,9 აპრილის ტრაგედიამდე,1 არხზე ორი დღით ადრე შემოვიდა ჯარიც და ჯავშანტექნიკაც. მგონი,7 აპრილი იყო…გმირთა მოედნიდან რომ ბეტეერების კოლონა დაიძრა. კოლონა
ერთი წუთით შეჩერდა ტელევიზიის კიბეების პირდაპირ. უეცრად,ყვირილის,უფრო სწორად,ბრძანების ხმა გაისმა. რაღაც საშინლად განათდა.პროჟექტორები ჩართეს.ტანკებმა ნელ-ნელა ლულები მოატრიალეს და ტელევიზიის კიბეებზე მსხდომ ხალხს დაგვიმიზნეს.ვიღაცამ დაიყვირა-არ გაინძრეთო!..მერე მივხვდით,რატომაც-მათ არ ჰგონებოდათ,რომ ვინმე იარაღს ეძებდა ,თუნდაც ჯიბეში.უცბად,ჩემ წინ, ჩემმა ახლობელმა და თანამშრომელმა ზაზა ბიწაძემ ოდნავ ჩამოიწია და წინ ამეფარა.მთელი ზურგით დამფარა.საშინელი სიჩუმე ჩამოწვა.ყველა გაქვავებული იდგა.უეცრად,ისევ,იგივე ხმა და ბრძანება-ტანკებმა ლულები გაასწორეს და კოლონა ნელა აუყვა აღმართს.სასტუმრო ,,აჭარისკენ”…
…8 აპრილს ხმა გავრცელდა,ცრემლსადენი გაზის გაშვებას აპირებენო. კაცებმა ბინტი და მარლა მოიტანეს დოლბანდების გასაკეთებლად. მერე მორიგეობა დააწესეს:ვინც ტელევიზიიდან შორს ცხოვრობდა,ისინი საღამომდე მოშიმშილეებთან დარჩებოდნენ .ვინც ახლო ცხოვრობდა- ღამით.. მე და ირმა ხარშილაძემ მათ გადადუღებული წყალი მივუტანეთ და გავნაწილდით.მე სახლში წამოვედი….
დარბევის ღამეს კი,როდესაც გამხეცებული ჯარისკაცები მოშიმშილეებს შეესიენ,დევნილები ტელევიზიის შესასვლელისკენ გაიქცნენ თავშესაფრისათვის.მათ ჩვენი ოციოდე ბიჭი გადაუდგა წინ,რადგან შენობის შიგნითაც ავტომატმომარჯვებული სპეცნაზი ელოდა.ეს იქნებოდა ტელევიზიის შტურმით აღების იმიტაცია. დავით ჟღენტი , დავით კიკვაძე, გია ბერიძე, მერაბ ჯაფარიძე,ზაზა ბიწაძე, ამირან ტაბუცაძე, დათო მენაბდე, აჩიკო ჩხაიძე, ჯანო ვაშაკიძე, დათო ცინცაძე …მომიტინგეებს ერთი გზა ჰქონდათ დარჩენილი-ტელევიზიის მაღალი კედლიდან ზოოპარკის ტერიტორიაზე უნდა გადამხტარიყვნენ.
იმ ღამეს ბევრი დაშავდა.საბედნიეროდ,1 არხთან დარბევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
9 აპრილიდან მთელი ორმოცი დღე, როდესაც თბილისის ქუჩებში ჯარი აღარ პატრულირებდა, 1 არხის შენობის შესასვლელთან, სტუდიებთან, სამონტაჟოებთან,ბუფეტთანაც კი, ჯერ კიდევ რუსი ჯარისკაცები იდგნენ.
33 წელი გასულა!..🙁
. არანაირი საზეიმო განწყობა ამ დღეს არ მაქვს. ვერანაირი თარიღის გამოცხადება (ვერც დამოუკიდებლობის) ამ დღეს ვერ გადაწონის. ალბათ, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის დღე უფრო ადრე იყო გამოცხადებული და ქვეყანაც მას უფრო აღნიშნავს, ვიდრე-დღეს!
P.S.რომ მცოდნოდა ხელში ასეთი საქართველო შემრჩებოდა , ჩემი ფეხი არ იქნებოდა იქ.😡ზოგი 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს დაბოლილი, ზოგს საერთოდ არაფერი სმენია. 😡🙄კიდევ კარგი რაღაც ნაწილი მაინც არსებობს, რომელმაც იცის რა მოხდა 9 აპრილს. ანუ, იცის საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება