ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი-ჰიბრიდული ომი და უცხოური სპეცსამსახურების აგენტურა: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო დივერსიები თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და გლობალური დაძაბულობის ფონზე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომი ახალ ფაზაში გადადის. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ე.წ. „შავ სალაროებსა“ და ქვეყნიდან გაქცეულ, კომპრომეტირებულ პირებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო დივერსიებში არიან ჩართულნი. ამ ქსელის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია დავით ნემსაძე. თავადვე აღიარებს რა თავის წარსულს, ის (კუდ-ს) ყოფილი აგენტია. როგორც ცნობილია, გია დგებუაძის (“მასტერას”) დავალებით, ნემსაძე ე.წ. „როენას ბორდელში“ ფარულ მიყურადებასა და ვიდეოთვალთვალს ახორციელებდა და აფიქსირებდა იმ პირთა ვინაობას, ვინც სექს-მუშაკებთან დადიოდა. ნემსაძის მცდელობები, თავისი წარსული და საზღვარგარეთ გაქცევა „პოლიტიკური დევნით“ შეფუთოს, სრული აბსურდია. რეალურად, საქართველოდან მისი გაქცევის მიზეზი არა პოლიტიკა, არამედ მისივე დესტრუქციული და ცილისმწამებლური კამპანიები იყო. გადაუმოწმებელი ინფორმაციებისა და ტალახის სროლის გამო, მას ხშირად კონფლიქტები ჰქონდა არა სახელისუფლებო სტრუქტურებთან, არამედ კონკრეტულ მოქალაქეებთან, რომლებსაც ის უარგუმენტოდ ესხმოდა თავს. საბოლოოდ, მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ ქუჩაში გადაადგილებაც კი ეშინოდა. დღეს ნემსაძე საფრანგეთს აფარებს თავს და საჯარო სამსახურშია დასაქმებული. ცხადია, რომ დასავლური უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მსგავსი პირების დასაქმება ჩვეულებრივ არ ხდება ეს არის კლასიკური დასტური იმისა, რომ მან შესაბამისი ვალდებულებები აიღო. ის წარმოადგენს ზუსტად იმ ტიპის მორალურად გაკოტრებულ, მართვად კადრს, რომელსაც უცხოური სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომში იყენებენ. ნიკოლოზ მჟავანაძე: შანტაჟი, ფინანსური ინტერესები და ანტისახელმწიფოებრივი დავალებები არანაკლებ მძიმეა ნიკოლოზ მჟავანაძის პროფილის ანალიზი. ავანტიურიზმთან ერთად, მჟავანაძე მუქთა ფულისა და მარტივი მატერიალური სარგებლის დიდი მოყვარულია. ბელარუსიაში გაქცეული და გახიზნული პირი ერთი პრინციპით მოქმედებს ის საჯარო სივრცეში თავს ესხმის ყველას, ვინც მის ფინანსურ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და ფულს არ გადაუხდის. ბატონი ნიკოლოზიც იდეალური ლუკმაა უცხოური ძალებისთვის, რომლებიც მის ამგვარ მანკიერებებს მარტივად იყენებენ პირადი მიზნებისთვის. უფრო მეტიც, მჟავანაძეს მიღებული აქვს კონკრეტული დავალება: მიზანმიმართულად დახატოს და ტირაჟირება გაუკეთოს ყალბ სურათს, თითქოს საქართველოში ტოტალური რუსოფობია მძვინვარებს. ამ დივერსიული ნარატივის მთავარი მიზანია ხელოვნური ესკალაციის გამოწვევა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, რაც რეგიონში სტაბილურობის მოწინააღმდეგე ძალების ინტერესებში ზუსტად ჯდება. ირაკლი ჯანყარაშვილი
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომი ახალ ფაზაში გადადის. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ე.წ. „შავ სალაროებსა“ და ქვეყნიდან გაქცეულ, კომპრომეტირებულ პირებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო დივერსიებში არიან ჩართულნი