fbpx

ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციების ახალი რაუნდი, რუსეთის ბანკებისთვის, მათ შორის ვითი ბანკისთვის აქტივების გაყინვას შეეხება

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თეთრი სახლი ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციების ახალი რაუნდი, რუსეთის ბანკებისთვის, მათ შორის ვითი ბანკისთვის აქტივების გაყინვას შეეხება. 

ბაიდენის თქმით, სანქციები პუტინთან დაახლოებულ ელიტას და მათ ოჯახის წევრებსაც შეეხება. 

„ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელსაც გამართლება არ აქვს, ეს არის ნამდვილად აღმაშფოთებელი შემთხვევა და ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება. 75 ათასი ჯარისკაცი არის გამაგრებული უკრაინის საზღვარზე მდებარე პოზიციებზე. 

აუცილებელია სათანადო ინფორმაციის მიღება. პუტინმა ნებისმიერი საშუალება მოგვიჭრა იმისა, რომ დიალოგით მოგვეგვარებინა სიტუაცია და თავიდან აგვეცილებინა არასაჭირო კონფლიქტი. ახლა უფრო მასშტაბურად ხორციელდება მოვლენები, ვიდრე ჩვენ მოველოდით. 

წინა კვირას ჩვენ ვნახეთ სიტუაციის დაძაბვა დონბასში, რომელიც რუსი სეპარატისტების მიერ არის ხელში ჩაგდებული. რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა, მოსკოვიდან მოდიოდა უსაფუძვლო განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ და რომ უკრაინა აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას. 

ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე ჩვენ ვნახეთ როგორ მოხდა საერთაშორისო კანონმდებლობის მძიმე დარღვევა და ცალმხრივად აღიარება ე.წ. ახალი რესპუბლიკებისა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭო განიხილა, რომ საკითხი განეხილა და ამ მომენტში უკრაინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, ყველაფერ ამას მოყვა ტანკებით შემოტევა. გავუზიარეთ ყველას ინფორმაცია რუსეთის გეგმებთან მიმართებით და არანაირი გაუგებრობა არ იყო პუტინის საქმიანობაზე. 

პუტინი აგრესორია, პუტინმა აირჩია ომის გზა და ის აუცილებლად ნახავს როგორი იქნება შედეგები. დღეს ახალ მძიმე სანქციებს და შეზღუდვებს, რომელიც დაკავშირებული იქნება რუსეთთან. მე აუცილებლად უზრუნველვყოფ, რომ დაზარალდეს რუსეთის ეკონომიკა, ჩვენ მიზნობრივად განვსაზღვრეთ ეს სანქციები, რათა რუსეთზე განხორციელდეს მაქსიმალური გრძელვადიანი შემოქმედება და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ზემოქმედება შეერთებულ შტატებზე და მის მოკავშირეებზე. 

შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს, ჩვენ წლების განმავლობაში პარტნიორების კოალიციას ვაშენებდით, რომელსაც მოცული აქვს გლობალური ეკონომიკის ნახევარი. საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა ქვეყანა გაერთიანებულია და ჩვენი რეაგირება კიდევ უფრო ძლიერი იქნება. 

დიდი შვიდეულის ლიდერებს დილით ვესაუბრე და ჩვენ სრულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მიერ ბიზნესის კეთების დოლარებში და სხვა საერთაშორისო ვალუტაში, ჩვენ შევაჩერებთ მის ფინანსირებას, რათა ვერ გაიზარდოს რუსეთის სამხედრო სისტემა, რომ რუსეთმა ვერ მოახდინოს ეკონომიკის სათანადოდ განვითარება და ის, რომ რუსეთის ვალუტის დევალვაცია მოხდეს. 

დღევანდელი ქმედებები ზემოქმედებას მოახდენენ რუსეთის ბანკებზე, რომელთა აქტივები 1 ტრილიონი დოლარია. ეს აუცილებლად მოახდენს რუსეთის ბანკების ერთ მესამედზე. ნებისმიერი აქტივი, რომელიც რუსეთს გააჩნია ამერიკაში გაყინული იქნება, ეს შეეხება ვითიბის რუსეთის სიდიდით მეორე ბანკს და რომელსაც უზარმაზარი აქტივები გააჩნია. 

ჩვენ ასევე ჩამოვწერეთ სია რუსეთის ელიტის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომელთა მიმართაც სანქციები განხორციელდება. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც პირად სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკიდან გამომდინარე და შესაბამისად საფასურიც უნდა გაიღონ“, – განაცხადა ბაიდენმა. 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ დროთა განმავლობაში განხორციელდება.

„შემდგომი ქმედებები დროთა განმავლობაში განხორციელდება, როდესაც ჩვენ ტექნოლოგიებთან წვდომას შევუწყვიტავთ. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ქმედებები სავარაუდოდ რუსეთის ტექნოლოგიებს ნახევარს შეეხება“, – დასძინა ბაიდენმა.  

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება