fbpx

ჯო ბაიდენი განცხადებას ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

თეთრ სახლში იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბილ ბერნსი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

სავარაუდოდ, დღეს ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მასშტაბურ სანქციების შესახებ გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ბაიდენი განცხადებას ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) გააკეთებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება