სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, 37- და 38-ე ქუჩებზე ასფალტ-ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ლოკაციაზე 2 კმ-იანი, მჭიდროდ დააახლებული მონაკვეთი წესრიგდება.
როგორც მერის წარმომადგენელმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ ნუცუბიძემ განმარტა, ამ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.
დავით ბახტაძე: ,, სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი ხარისხიანად სრულდება. დაცულია გეგმა-გრაფიკი. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი”, აღნიშნული გზის მოწესრიგება კომფორტულ პირობებს შეუქმნის ადგილობრივებს გადაადგილებისთვის, ასევე ხელსაყრელი პირობები შეიქმნება საოჯახო მეირნეობებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანისა და რეალიზებისთვის.”



