fbpx

ჯერი ევროკავშირზეა, მან უნდა მიიღოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება

ახლა ჯერი ევროკავშირზეა, მან უნდა მიიღოს სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება; საქართველო უნდა იყოს იქ იმავე დონეზე, სადაცაა უკრაინა და მოლდოვა, ამას ითხოვს სამართლიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში, ევროკომისიის ანგარიშით, დადასტურდა კიდეც, რომ საქართველო ტრიოში კვლავ ლიდერია და ის ლიდერი, რომელსაც არ მიეცა თავის დროზე კანდიდატობის სტატუსი.

„თავისთავად, ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ. როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ვართ კეთილსინდისიერი ასოცირების შეთანხმებისა და იმ ვალდებულებების შესრულების პროცესში, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში. ერთადერთი რასაც ველით, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს, ამიტომ, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იანვარში, ევროკომისიის ანგარიშით, დადასტურდა კიდეც, რომ საქართველო ტრიოში კვლავ ლიდერია და ის ლიდერი, რომელსაც არ მიეცა თავის დროზე კანდიდატობის სტატუსი. ასე რომ, ჯერი ევროკავშირზეა. მან ახლა უნდა მიიღოს სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება და საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება; საქართველო უნდა იყოს იქ იმავე დონეზე, სადაცაა უკრაინა და მოლდოვა, ამას ითხოვს სამართლიანობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება