fbpx

 მოითხოვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაზეც მათ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა

ამ ადამიანებმა მოითხოვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, კერძოდ ქალაქ ვარშავაში, რაზეც მათ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ ხელისუფლებას არ დაავალა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა, რაზეც აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია.

„მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, არ დაავალოს სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას, სააკაშვილი გადაიყვანონ პოლონეთში, მაგრამ შესაძლოა დაავალონ, რომ გადაიყვანონ სხვა კლინიკაში. ეს არ იყო შემთხვევითი ფრაზები. ამის უკან ეს ადამიანები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თუკი ვარშავაში გადაყვანას არ დაგვავალებდნენ და სხვა კლინიკაში გადაყვანას დაგვავალებდნენ, ამ შემთხვევაში უკვე საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ „ვივამედში“ მას არ უტარდებოდა სათანადო მკურნალობა. მე ვუპასუხე ამ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდებოდა. ყველა ჩემი ნათქვამი ემყარება მხოლოდ მტკიცებულებებს და ერთი სიტყვა არ ყოფილა ისეთი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ახლაც გავიმეორებ, ჩვენ არ დაგვავალა სასამართლომ ის, რაც მათი მოთხოვნა იყო, ვარშავაში გადაყვანა და ასევე, სასამართლომ არ დაგვავალა სხვა კლინიკაში გადაყვანა, რაზეც სპეციალურად აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება