fbpx

ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალტზე, სიმულირებდა, ვითომ ნაცემია – მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.

როგორც ამირან გიორგაძე ამბობს, მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არ უცემიათ, ის ასფალტზე “წამოწვა”, თითქოს ნაცემი იყო

“ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე არ დამინახავს, არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. ჩემი თვალით დავინახე – ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალზე, ვითომ ნაცემია. ეგ არის უნამუსო ადამიანი.

სიმულირებდა, ვითომ ნაცემები იყვნენ, დაწვნენ და იღებდნენ კამერები. მე არ დამინახავს არსად, რომ ის სცემეს. ბევრს შეუძლია ხელები გადაიხვიოს, მაგრამ ცემის კადრები არ არსებობს”, – აცხადებს ამირან გიორგაძე.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares