fbpx

შეიძლება ჩვენთან სპეცრაზმი შემოვიდეს, არ გვეშინია – ნინო ჯღარკავა 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს

ის ემოცია მკლავს ახლაც! 2012 წლის 19 სექტემბერი,ვარ სტუდია ობიექტივში ,ციხის კადრები რამდენიმე წუთის გასულია ეთერში,ინგრევა მთელი საქართველო,მირეკავენ პროკურატურიდან ,ნინო ჯღარკავა ხართ? უნდა მოვიდეთ სად ხართ, ციხის კადრების მთლიანი ჩანაწერი უნდა ამოვიღოთ,მე ვპასუხობ ირმა ინაშვილი ბელგიაშია.

კადრები იქიდან გავიდა, აქ მარტო მე და რამდენიმე თანამშრომელი ვართ, ვაფრთხილებ ილია ჩაჩიბაიას, შეიძლება ჩვენთან სპეცრაზმი შემოვიდეს, არ გვეშინია, უკვე შიში დიდი ხნის გადალახული გვაქვს,კინოს სახლის მესამე სართულზე, აივანზე გავედი ,მესმის გუგუნი, ტაშის ხმა, ყვირილი ,მოდის და მოდის კოლონები დაუსრულებლად ,ახალგაზრდები,დიდებ, პატარები ზანზარებს რუსთაველი,ძირს სისხლიანი რეჟიმი, ყვირის ხალხი,,ამ დროს ბელგიიდან ირმა რეკავს.

რა ხდება ნინო თბილისში ,გამოხმაურება თუ აქვს ჩვენს კადრებს, მე ვჩუმდები და ტელეფონით ვასმენინებ რუსთაველზე მომავალი კოლონის ხმას,ტირის ირმა,ვტირივარ მე,ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ რეჟიმზე ერთმანეთს ვულოცავთ ჩურჩულით და მე უკვე ვიცოდი რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი იმ დღეს დადგა! ეს მოგონება არსად წავა, მთელი ცხოვრება რომ გავიდეს! ის ემოცია,ის გუნდი, ის სიყვარული, ის პატრიოტიზმი!

ჩემი საქართველო აქ არის!მე არ გავყიდულვარ! ნინო ჯღარკავა ,,იქსნიუსის,,რედაქტორი


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares