fbpx

ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის – აცხადებს ადვოკატი რამიშვილი.

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს გულისხმობს და არის თუ არა მასში საქართველოს სპეცსამსახურები ნაგულისხმევი.

„ეტყობა, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ჰქონდა რაღაც ისეთ ინფორმაციასთან შეხება, რომელმაც ასეთი შედეგი მოუტანა მას… ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის, დეტალურად საუბარი არ შემიძლია“, – აცხადებს რამიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფური მკვლელობის განმახორციელებლად, კრიმინალურ სამყაროს თუ სპეცსამსახურებს, რამიშვილი პასუხობს, რომ სპეცსამსახურებს.

„სპეცსამსახურები… ყველაფერი შესაძლებელია, მაგას უკვე გვანახებს, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს და ვინ რა ინტერესით იმოქმედებს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. იდეალური ხომ იცით, არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც მაინც რჩება, რაღაცები უნივერსალურად შეიძლება, ვერ გათვალო“, – განაცხადა რამიშვილმა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares