fbpx

გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. მისთვის ერთი აბი წამალიც მომწამვლელი აღმოჩნდა,იაშვილის კლინიკაში იწვა

გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. მისთვის ერთი აბი წამალიც მომწამვლელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

„გარდატეხის ასაკში ჩემს შვილს უჭირდა. იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, რომ ბავშვს აფთიაქში მისცეს ისეთი წამალი, რისი მიცემის უფლებაც 12 წლის ბავშვისთვის არ ჰქონდათ. ბავშვმა ეს წამალი მიიღო. იაშვილის კლინიკაში იწვა. მდგომარეობიდან გამოვიდა. ერთი აბიც მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა… დიდი დოზა იყო“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

სხვათა შორის, დღეს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილმა ბაჩალიაშილის ოჯახის ახლობელის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბაჩალიაშვილს 10 წლის წინ (ანუ 13 წლის ასაკში) თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, დიდი დოზით მედიკამენტები მიიღო და რამდენი დღით იაშვილის კლინიკაშიც იწვა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares