„ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმაირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისმინისტრმა ალექსანდრე წულაძემ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძისსახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გახსნეს.თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსმთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჯარის ბანაკისმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტისმნიშვნელობას.„ბანაკში გატარებული დღეებით ახალ შესაძლებლობებს შეიძენთ.თქვენი ჯგუფის მეთაური სერჟანტები ცოდნასა და დიდგამოცდილების გაზიარებენ. თქვენს ინსტრუქტორებს ზურგსუმაგრებთ წლობით დაგროვილი გამოცდილება და ეს შესაძლებლობააუცილებლად გამოიყენეთ! გვეამაყება, რომ „ჯარის ბანაკმა“გაამართლა და დღეს ის წარმატებული პროექტია, მის მიმართინტერესი იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე რამდენიმეათას მოსწავლეს ვმასპინძლობთ, როგორც კოჯრის სერჟანტთააკადემიაში, ისე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. ვცდილობთ,წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ეს პროექტი დამეტი შინაარსით დავტვირთოთ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვისმინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოსპრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლიკობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისმინისტრმა ალექსანდრე წულაძემ. მათ ახალგაზრდა თაობაშიპატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრესდა მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის წევრებმა სამედიცინო,საინჟინრო, საცეცხლე და სამთო მომზადების სპეციალური ოპერაციების სარდლობის, ასევე სამხედრო მოსამსახურის ინდივიდუალური აღჭურვილობის, „უპილოტო საფრენი აპარატების“
სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს. სტუმრები, გუნდებს შორის გამართულ წინაღობათა ზოლის გადალახვაში შეჯიბრებასაც დაესწრნენ.
სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ- ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების, განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც. წელს „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების, დაახლოებით, 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციასუმასპინძლებს. კოჯრისა და საჩხერის ბანაკები, ყოველ 6-დღიან როტაციაში 100-მდე ბავშვით შეივსება. ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების,
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, თავდაცვისსამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსთან ერთად, პროექტს – „ჯარის ბანაკი“ მესამე წელია, ახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება