fbpx

ჯანმომ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება ჯანმოს დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილებით ეს ვაქცინა რიგით მეექვსეა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან უსაფრთოებისა, დაცულობისა და ხარისხის კუთხით ვალიდურობა მიიღო. ამ გზით ფართოვდება ვაქცინების სია კოვაქს პლატფორმაზე. აძლევს სახელმწიფოებს რწმენას, დააჩქარონ თავიანთ ქვეყნებში მარეგულირებული ორაგნოების მიერ ვაქცინის დამტკიცების პროცესი და იმპორტი. იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიოულმა ჯგუფმა ასევე გადახედა ხელმისაწვდომ მონაცემებს და რეკომენდაციას იძლევა გამოიყენონ ვაქცინის 2 დოზა, 18 წლიდან ზევით.

ვაქცინა რჩება სასიხოცხლოდ მნიშვნელოვან იარაღად. მაგრამ ახლა ვაქცინის რაოდენობა და მიწოდება არასაკმარისია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება