fbpx

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. მიუხედავად იმისა, რომ ის ეთანხმება ოპოზიციის პათოსს, რომლის თანხმადაც უმრავლესობას პირველივე სხდომაზე არ უნდა გაეტანა ეს კანონპროექტი, მაინც მიიჩნევს, რომ საქმე მისკომუნიკაციაშია და კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს დადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის პრეზიდენტს ვეტო დაედო, რადგან, მათი განცხადებით, ეს ცვლილებები მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების გამო, „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „მმართველმა გუნდმა მოლოდინი არ გაამართლა“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება