fbpx

ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოს ექიმებს – თქვენ ხართ გმირები, თქვენი დახმარებით შევძელით და ვზეიმობთ წარმატებას

თქვენ ხართ ის გმირები, რომლებიც დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე; თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას, – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შეკრებილ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, რომლებსაც ამ წუთებში ხვდება.

ტიკარაძემ შეხვედრა ექიმებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და აღნიშნა, რომ გამორიცხულია მათი როლი არ დავინახოთ.

„გამორიცხულია ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელო სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. =მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად – ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში არათუ საქართველომ, მსოფლიომაც კი არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაუზიარე!

Shares