fbpx

ჯამბუ ავალიანი,ასოცირებული პროფესორი ემიგრანტებს მიმართავს: მთელი ათი-ოცი წელი ათასობით ევროებს უგზავნით ოჯახებს-ჩეროში მოკოტრიალე ქმრებს, კაზინოებსა და ძვირიან კაფე-რესტორნებში მოგრიალე შვილებს, მეგობრებს…

 …რას იზამ, მშობლიური კვამლიც კი ტკბილია….ძვირფასო ემიგრანტებო, ბევრია თქვენს ამქარში ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო და საყვარელი ახლობელი, მეგობარი, ნათესავი… შეიძლება საწყენად დაგრჩეთ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:-მთელი ათი-ოცი წელი ათასობით ევროებს უგზავნით ოჯახებს-ჩეროში მოკოტრიალე ქმრებს, კაზინოებსა და ძვირიან კაფე-რესტორნებში მოგრიალე შვილებს, მეგობრებს, საყვარლებს… ბევრმა სრა-სასახლეები აიშენეთ, უძრავ-მოძრავი ქონებაც შეიძინეთ(ღმერთმა მშვიდობაში მოგახმარაოთ)…; რა იქნება, ახლა, ამ გაჭირვების ჟამს, ცოტა მოიკლონ თქვენმა ოჯახის წევრებმა და შინ გამოსამგზავრებელი თანხა გამოგიგზავნონ?! ღმერთმანი, არ მენანება, მაგრამ, მე, კაპიკებზე მომუშავე მასწავლებელმა, ევრო რა ფერისაა რომ არ ვიცი, რატომ უნდა ვიხადო თქვენი ბილეთის ფული?!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება