ხორვატი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება – ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება

სლოგანს – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – ეხმიანება. მისი განმარტებით, ეს მიდგომა გულისხმობს ხორვატიის ეროვნული ინტერესების პრიორიტეტად ქცევას და იმ შემთხვევების ამოცნობას, როდესაც ქვეყნის ინტერესები ევროკავშირის სხვა წევრების ინტერესებს არ ემთხვევა.

ამ კონტექსტში მან სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება დაასახელა. ბარტულიცას აზრით, ხორვატიამ გაწევრიანების მოლაპარაკებებში საკუთარი მოთხოვნები, მათ შორის ომის დროს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის საკითხი, პრინციპულად უნდა დააყენოს.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების წესის შეცვლის წინააღმდეგ. მისი აზრით, ცალკეულ საკითხებზე ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით ჩანაცვლებამ შესაძლოა მცირე წევრი ქვეყნების გავლენა შეასუსტოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება