fbpx

რუსეთმა დააანონსა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა, დასავლელი ლიდერები გაუჩინარდნენ-ვოლოდიმირ ზელენსკი

დაუფიქრდით მტრების დაუსჯელობის გრძნობას: ისინი აანონსებენ სიმხეცეს, რატომ? იმიტომ, რომ არ არის რეაქცია, დუმილია – დასავლელი ლიდერები გაუჩინარდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები “შეგნებული მკვლელობაა”.

„ხვალისთის რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი თავდაცვითი კომპლექსების წარმოებების დაბომბვა. მათი უმეტესობა, რომლებიც აშენებულია ათწლეულების წინ, კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში, განთავსებულია ქალაქებში. მათში ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ქარხნების გვერდით ცხოვრობს. ეს მკვლელობაა, შეგნებული მკვლელობა. და მე არ გამიგია რეაქცია მსოფლიოს არც ერთი ლიდერისგან ამასთან დაკავშირებით. დაუფიქრდით მტრების დაუსჯელობის გრძნობას: ისინი აანონსებენ დაგეგმილ სიმხეცეს. რატომ? იმიტომ, რომ არ არის რეაქცია. იმიტომ, რომ დუმილია. დასავლელი ლიდერები გაუჩინარდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ თუნდაც ხვალ დასავლელი ლიდერები გამოხატავენ რეაგირებას დაბომბვებზე.

„აგრესორის თავხედობა – ეს არის მკაფიო სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები არასაკმარისია“ , – განაცხადა ზელენსკიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება