fbpx

ბიჭო დავით! (David Braun) ქართველობის თუ გრცხვენია ეგ შენი პირადი უბედურებაა, როგორ მოგიბრუნდა ენა ამის სათქმელად?-ზვიად კვაჭანტირაძე

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე დავით არახამიას მიმართავს-

Вах‼️Ра хами хар Арахамиа ‼️ბიჭო დავით! (David Braun) ქართველობის თუ გრცხვენია ეგ შენი პირადი უბედურებაა. მეცინება, როგორ მოგიბრუნდა ენა ამის სათქმელად? ის უბადრუკი გრუზინი გამახსენდა “მიმინოდან” …. იმის მეტი ჭკუა როგორ არ გეყო, რომ ასეთი სიბრიყვე არ გეთქვა? “ხამობაა”, აბა რა ჯანდაბაა? ამით ხომ იმ ქართველებსაც მიაყენე შეურაცხყოფა, ვინც დღეს, მაქ, უკრაინელ ბიჭებთან ერთად იარაღით ხელში იცავს უკრაინის თავისუფლებას? ამით ხომ არა ვინმეს, ერთს ან ორს, კონკრეტულად, არამედ საქართველოს პრეზიდენტსაც მიაყენე შეურაცხყოფა, ძალ-ღონეს არ იშურებს უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო არენაზე? აჰ, ხო…. მთავრობის მხარდაჭერით ხარ უკმაყოფილო?….

  • სად, რომელ ფორუმზე დაგაკლდათ ეს მხარდაჭერა?
  • რომელიმე რეზოლუციას არ მოვაწერეთ ხელი?
  • გაერო-ში, სტრასბურგში, სადმე სხვაგან? მთელი საქართველო არაა გადაჭრელებული უკრაინის დროშებით და მხარდამჭერი ტრანსპარანტებით?
  • უკრაინელ ლტოლვილებს არ ვიღებთ?
  • ჰუმანიტარულ აქციებში არ ვაქტიურობთ? რა გინდათ? ნატოზე მეტი ნატო “გავხდეთ” და მაინცადამაინც მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ საქართველოში ნატოს და ამერიკის ნანატრი მხარდაჭერის მოლოდინში?
  • ან რა საშუალებებით უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი?
  • ჩვენ კიდევ ომი და უბედურება გვინდა?
  • სად ისწავლეთ ასეთი “პოლიტიკოსობა”? სად ისწავლეთ ასეთი “დიპლომატია” ან თუნდაც ეს “შერჩევითი პარტიული მეგობრობა” ? 8 წელი ერთად ვხვდებოდით სტრასბურგში ასამბლეაზე და მწარედ მახსოვს ზუსტად ასეთი “შერჩევითი მეგობრობა”.

2013 წლიდან მოყოლებული თქვენი დელეგაციის ძირითადი ნაწილი ჩემი ქართველი ნაც-ოპო-კოლეგების მიერ წაქეზებულები, მათ მიერვე მომზადებულ ტექსტებს რომ კითხულობდით სტრასბურგში და ლანძღვა – გინების ქარცეცხლში ატარებდით საქართველოს ხელისუფლებას…დღეს იგივეს აგრძელებთ? პირდაპირ მოუწოდებ “разберитесь там “…. არცერთი მთავრობა არაა მუდმივი.

არც ჩვენი და არც თქვენი! საკუთარი ხელისუფლების კრიტიკას, როცა საჭიროა, სადაც საჭიროა მე ნუ მასწავლი რააა!!!! ეს წაქეზება აღარ უნდა დასრულდეს? დღეს არაა ამის დრო… დღეს უკრაინელ ხალხს ყოველმხრივი მხარდაჭერა სჭირდება, ვისაც როგორ შეუძლია ისე უნდა დაეხმაროს უკრაინას და რაც მთავარია, უკრაინას სჭირდება რწმენა გარდაუვალ გამარჯვებაში, რადგანაც ესაა სამართლიან ბრძოლა საკუთარი თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დასაცავად. დღეს შენდობის კვირაა და მე, ერთი რიგითი ქართველი ამ ბრიყვულ სიტყვებსაც მოგიტევებ, რადგან მჯერა, რომ გეშლება და ამ უაზრო გამოხტომას დღეს თუ ხვალ მოინანიებ. გაუმარჯოს უკრაინას!Слава Украini!

🇺🇦
🙏

საქართველოს გაუმარჯოს!

🇬🇪
🙏

მეხიც დაეცეს პუტინს!ძირს აგრესორი და ოკუპანტი ძირგამომპალი რუსეთისიმპერია!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება