fbpx

ხელი შეგვიწყვეთ – ქართული კულტურის, ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი ნამუშევრების ღირსეულად წარმოჩენაში -მაკი მინდორაძე

სოციალურ ქსელში მაკი მინდორაძე წერს- · გამარჯობა, ჩემო მეგობრებო 🤗🥰💖ცატახნით თქვენს ყურადღებას მივიპყრობ… ცოტა გრძელი პოსტი კი გამომივიდა მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ბოლომდე ჩაიკითხეთ, რადგან, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან თემას ვეხები ❗ვინც პირადად არ მიცნობს, შევეცდები – “ორიგინალურად” შეგიქმნათ გარკვეული წარმოდგენა ჩემს შესახებ, 🥳🤩😍 მაშ, ასე: მუცელში მყუდროდ მოკალათებული… როგორც ყველა – დაბადებას ველოდი… 😇🤩თუ პირადობის მოწმობას და კიდევ სხვა დოკუმენტებს დავუჯერებთ, ისინი ჩემზე ამბობენ, რომ 1987 წლის 20 აგვისტოს დავიბადე. მას შემდეგ, ქუჩაში სულ მიტინგია… 🤦 “საქართვლьო…საქართვრლьო…” მერე იყო უშუქობა, სიცივე, მაგიდის ქვეშ შედგმულ “კერასინკაზე” – აგური… მერე – “ვარდების რევოლუცია”… 😱😔😤 დედაჩემის სიმწრის ცრემლები, 😥😥😥 როცა ტელევიზორიდან, აწ უკვე, 320 საკნის პატიმარი, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, საქართველოს მოქალაქეობის – უკრაინის მოქალაქეობაზე გამცვლელი – მიხუილო სააკაშვილის პათოლოგიური ხმა: ”გადადექი…გადადექი…” 🤦🤦🤦 ისმოდა. მაშინ, ამ ყველაფერს – ვერაფრით ვიგებდი?! მაგრამ, დრო გავიდა… გავიზარდე და უკვე მეც ვიდექი ქუჩაში… თითქმის ყველა აქციაზე!.. ✊🇬🇪🙏💖 თითქოს ერთი ცხოვრებაც გავიდა…მე – მარიამ მინდორაძე ვარ… 💖ასაკი – 34 წლის…ვარ დიზაინერი, ქართული ტყავისგან ვქმნი – ხელნაკეთ სამკაულებს, აქსესუარებს და სხვადასხვა ექსკლუზიურ ნივთებს(ჩემი ყველა ნამუშევარი იქმნება – საავტორო უფლებების დაცვით), დაინტერესებული ვარ ხელოვნებით, ბიზნესით და საზოგადოებასთან ურთიერთობით…მშობლებისთვის შვილი ვარ 😇 და კოსმოსისთვის – ლომი, 🐯 დედამიწისთვის – 80 კილოგრამი, გარშემომყოფთათვის – ცოტა პუტკუნა, საკუთარ საქმეზე შეყვარებული გოგონა, 🧑‍⚖️ ბოღმა და უნიჭო მოშურნეთათვის, რბილად რომ ვთქვათ – „კონკურენტი“, 🤷 სარკისთვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისთვის – “წყალწაღებული” ოპტიმისტი, 👌🤗🤩😍 კოღოებისთვის კი – უფასო დონორი… 🤣🤣🤣ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი 👃 ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო, ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრონციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო.როგორც მოგახსენეთ, ვარ დიზაინერი, დაახლოებით – 4 წელია, ვქმნი ჩემს საავტორო ნამუშევრებს, მონაწილეობა მიმიღია ბევრ, სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაზე თუ – ქუჩის მარკეტზე… საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ამ სფეროში და ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოსტატს და დიდ მეგობარს – Giga Tavdgiridze🙇👌🥰🙏💖 რომ არა ეს ადამიანი, მე ამ სფეროში, ასე აქტიურად, ვერ ჩავებმებოდი… ამავე თემას მინდა გავყვე ახლა და მოგახსენოთ საქმის ვითარება – თუ რატომ ვწერ ახლა ამ პოსტს… 🔻პირველ რიგში, მე ვარ სრულუფლებიანი საქართველოს მოქალაქე და მეამაყება, რომ ქართველი ვარ, ჩვენ გვაქვს უდუდესი კულტურა და ისტორია და ვამაყობ ამით! 🇬🇪💖მე ვარ ქართველი მეწარმე ქალი, ვარ პატრიოტი, მიყვარს ჩემი ქვეყანა, სამშობლო – საქართველო !.. 🙏🇬🇪💖და თბილისი! ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ადამიანად… მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, იმისთვის, რომ მომავლინეს ამ ქვეყნად, იმისთვის, რომ სწორად აღმზარდეს, მასწავლეს ცუდის და კარგის გარჩევა, მომცეს სათანადო განათლება, მასწავლეს სიყვარული, შრომა, შრომის დაფასება და მშრომელი ადამიანის პატივისცემა… 🙇🙏💖„შრომამ შექმნა ადამიანი“- ო …. დიახ, შრომა აკეთილშობილებს ადამიანს…პატიოსანი შრომით ვშრომობ, ✂️🔨🪛⚙️🙏💖არავის არაფერს ვართმევ და სხვის იდეებსა თუ ფანტაზიას არ ვიპარავ, არ ვაკოპირებ და ჩემად არ ვასაღებ… არც ლილოდან მომაქვს, „ბარიგასავით“ ნივთები და ხელნაკეთად არ ვასაღებ… დაახლოებით 1 წლის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა, მხატვარმა Nincho Kurashvili , შევქმენით – შპს ახალგაზრდა ხელოვანთა გილდია – ჩვენი მიზანია – ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი თუ სხვა საავტორო ნამუშევრები, ფართოდ გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ – ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს…. ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება, ყველანაირი წესის და კანონის დაცვით ტარდება, ვითვალისწინებთ ყველაფერს: ჩვენი ღონისძიებების ყველა მონაწილის სურვილს თუ პრობლემას, ასევე, ზოგადად არსებული პრობლემური სიტუაციებიდან გამომდინარე – პანდემიურ ვითარებას, თუ – დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში. სამომავლოდ, მე და ჩემი მეგობარი, მხატვარი, ნინო ყურაშვილი, ვაპირებთ შევქმნათ, არასამთავრობო ორგანიზაცია სახელად – „საქართველოს ხელოვანთა გილდია“ და ამ მიმართულებით გავაერთიანოთ ყველა ქართველი ხელოვანი – ყველა მმართულებით, დავიცვათ მათი უფლელები, რომ მათაც არავინ მოექცეთ უსამართლოდ, მათი შრომა დააფასდეს და თვითმარქვია „დიზაინერებმა“, მათი შრომა და ფანტაზია, არ მიითვისონ❗დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ – „არაერთგვაროვანია“… რატომ? 🤷🤷🤷👇🔴 იმიტომ რომ, ვფიქრობ, მაქვს ჯანსაღი პოლიტიკური შეხედულება, ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა მარკეტებზე ამის გამო დაბლოკილი, 🔴 იმიტომ რომ, 20 ივნისის მოვლენების დროს, სტენდზე არ გავაკარი სტიკერი წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“… და… 🔴 იმის გამო, რომ არ დავემორჩილე, ერთ-ერთი ქუჩის მარკეტის ორგანიზატორების და მონაწილეების მოწოდებას – გავსულიყავი ჩვენი ქვეყნის და მთავრობის საწინაამღდეგო აქციაზე, მთლიანი ერთი წლით ჩამხსნეს თბილისში გამართული, თითქმის ყველა სამეწარმეო ბაზრობიდან!.. 🔴 დიახ, არ მოგესმათ, სამშობლოს გულწრფელი სიყვარულის და ქვეყნის სასიცოცხლი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი პრინციპული პოზიციის გამო – „დაამსააჯეეეეს“… 🤷🤦🤣🤣🤣დღეს, ეს ადამიანები გამოდიან და ქართველ დიზაინერებს, მეწარმეებს და ავტორებს მოუწოდებენ, რომ ჩემს მიერ ორგანიზებულ მარკეტზე მონაწილეობა – სირცხვილი და ღალატის ტოლფასია, რომ თურმე მე, გულის ამრევი არსება და ჩვენი მთავრობის მონა ვარ… მონა კი არა, დიახ, თქვენგან განსხვავებით – ჩემს სამშობლოზე უკიდეგანოდ შეყვარებულს, გული მტკივა – „ფსევდო და ურა პატრიოტებს“ რომ გიყურებთ… სასოწარკვეთილი ვფიქრობ – რა გვეშველება, როცა გამოდიხართ და კივიხართ, რომ, თურმე, დღეს, ქართველობა – „ტეხავს“ და ქართველები რომ ხართ, გრცხვენიათ …შეიძლება, ეს პოსტი ბევრს ჩემს ნაცნობს, ამხანაგს, კოლეგას, მეგობარს გულზე მოხვდეს და არ მოეწონოს, მაგრამ მეც ბევრი რამ არ მომწონს… განა ეს სალაპარაკოა, რომ მეგობარს გვერდში უნდა დაუდგე, გაჭირვებაშიც და ლხინშიც! ან, საკუთარი სამშობლოს, ეროვნების, სახელმწიფოს, პრეზიდენტის, პრემიერის, დროშის, ოჯახის, საკუთარი სისხლის და ხორცის საჯარო ლანძღვა და შეურაცხყოფა – ნორმალურია?! არა, ადამიანებო, ასეთი ფსიქოდელიური და სექტანტური „ცხოვრების წესი“ – საქმეს არ შველის, პირიქით, თქვენვე გაზიანებთ, მენტალურადაც და მორალურადაც! და კიდევ, ძალიან ცუდი ტონი, საშინელი უგემოვნებობა და მაგარი გორსალობაა!.. P.S ისე, რომ იცოდეთ მაინც, პატრიოტიზმი – საკუთარი სამშობლოს სიყვარულია, და არა – სხვისი ქვეყნის სიძულვილი!..მივმართავ, კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისი მერიას, ქალ-მეწარმეთა საზოგადოებას! მოგვაქციეთ სათანადო ყურადღება, ხელი შეგვიწყვეთ – ქართული კულტურის, ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი თუ სხვა საავტორო ნამუშევრების ღირსეულად წარმოჩენაში და რეწვის განვითრებაში…🙏❤️საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროთბილისის მერია / Tbilisi City Hallაწარმოე ქართული / Enterprise GeorgianKakha Kaladze კახა კალაძეIrakli Garibashvili

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება