საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ახალი კვირის,,წამყვანი იმედა დარსალია-გასულ კვირაში აფრიკის დასახლებაში სოლიდარობის განსაკუთრებული მაგალითი ვნახეთ.
განსაკუთრებული იმით რომ ყველა ჩვენგანმა უკანონო მშენებლობებს, თვითნებობას დავუჭირეთ მხარი და კანონი უარვყავით, ამ ჩვენი დაუფიქრებელი და ემოციებზე აწყობილი ნაბიჯებით წავახალისეთ ყველა, ვინც ამ წუთებშიც კი უკანონო მშენებლობითაა დაკავებული. არადა კაცმა რომ გვკითხოს ისეთი ქვეყნის აშენება გვინდა სადაც კანონი უზენაესია. და ვიდრე კანონი ყველასთვის უზენაესი არ გახდება ჩემთვის შენთვის ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის, ვერასოდეს ავაშენებთ ქვეყანას სადაც მოგვინდება რომ ჩვნმა შვილებმა იცხოვრონ.
იმ დღეს როცა თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებარე სახლებს ანგრევდა, პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები ემოციურ განცხადებებს აკეთებდნენ. – იმ მომენტში სიტყვა კანონის ხსენება არაპოპულარული იყო და არც არავის უხსენებია. მათაც კი ვისაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს არ უთქვამთ რომ ეს უკანონო მშენებლობაა. მოდით ყველამ პატივი ვცეთ კანონს და ვთქვათ რომ მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონდარღვევა. ხელისუფლებას მაშინ ვებრძვით როცა სწორ ნაბიჯს დგამს.
არადა სწორედ იქ, ყოველდღე და ყველგან უნდა ვკიტხოთ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას – რამ აიძულა ეს ხალხი ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ უბანში უხარისხო და საცხოვრებლად საშიში, უკანონო, მშენებლობა წამოეწყოთ. სიღატაკემ ხომ არა რომელიც მთავრობამ ამდენი ხანი ვერ დაძლია? რატომ არ აქვს ამ ხალს სამსახური, რატომ უჭირთ ამ დონეზე, რატომ ვერ გადაიხადეს იპოტეკური სესხები და რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა სახლები.