fbpx

ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რომ ვეუბნებოდით, კორონა არ არსებობსო – მამა თეოდორე გაგნიძე

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა თეოდორე გაგნიძემ ქადაგებისას კორონავირუსის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, ცრუ პანდემიაა. მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი უნდა გვაინტერესებდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ გავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ, მასონებს რა გეგმა აქვთ რას იზამენ?! აცრებით დაგვღუპავენ სულ ყველას?! ეს ეკადრება ქრისტიან ზოგადად?! და მით უმეტეს სასულიერო პირს?!

მაგრამ ჩვენ არამარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ არაფერი გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ უნდა გამოვიდეთ შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით“, – განაცხადა მამა თეოდორემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსით არაერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა, მათგან რამდენიმე გარდაიცვალა. ზოგიერთი სასულიერო პირი კორონას არსებობას უარყოფდა.

გაუზიარე!

Shares