fbpx

ხატია  წილოსანი – გურიის  განვითარებისთვის  ყველაზე  მეტი სწორედ “ქართული  ოცნების“ ხელისუფლებაში  ყოფნის დროს გაკეთდა

„გურიის  განვითარებისთვის   ყველაზე  მეტი  სწორედ  „ქართული  ოცნების“   ხელისუფლებაში   ყოფნის  დროს  გაკეთდა.  ბატონმა  ბიძინა  ივანიშვილმა  გააკეთა  უნიკალური  პარკი  შეკვეთილში, უნიკალური  შესაძლებლობები  მისცა  ამ  რეგიონს განვითარებისთვის –  განაცხადა უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა ,,ქართული ოცნების’’ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე.

დეპუტატის თქმით, გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი, სწორედ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს გაკეთდა.

„ჩემთვის, გამორჩეულად დიდი  პატივია, დღეს აქ  ყოფნა,  იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქალაქის  შვილი, ვსწავლობდი  ლანჩხუთის, პირველ საშუალო  სკოლაში. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ ქალაქმა, ამ  ადამიანებმა მომცეს ის  შესაძლებლობები, რომლითაც  მე დღეს ვამაყობ და ჩვენი  ქვეყნისთვის ვცდილობ, გავაკეთო ძალიან ბევრი კარგი  რამ. „ქართული ოცნება“ გამორჩეული გუნდია იმ ადამიანების, ვისაც უყვარს   თავისი ქვეყანა, ვინც მუდმივად  ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე. ყველასათვის  ცნობილია,  რომ   გურიის  განვითარებისთვის   ყველაზე  მეტი  სწორედ  „ქართული  ოცნების“   ხელისუფლებაში   ყოფნის  დროს  გაკეთდა.  ბატონმა  ბიძინა  ივანიშვილმა  გააკეთა  უნიკალური  პარკი  შეკვეთილში, უნიკალური  შესაძლებლობები  მისცა  ამ  რეგიონს განვითარებისთვის.   ვითარდება კურორტი ბახმარო,  გომის მთა, ბევრი  მიმართულებით იდგმება  აქტიური ნაბიჯები იმისთვის,  რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება  გახდეს უკეთესი, გაიზარდოს   შემოსავლები, გვქონდეს  შესაძლებლობა უკეთესი  განათლების მიღების,  განვითარების ახალი  პერსპექტივები გაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს  ადამიანები, ვინც ამ ქალაქში  ცხოვრობენ, ვინც მუდმივად  ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე, ძალიან სწორ,  ღირსეულ  არჩევანს გააკეთებენ, მხარს  დაუჭერენ ჩვენი საერთო  დიდი გუნდის მიერ  წარდგენილ კანდიდატს და ჩვენ ყველა  ერთად, 2  ოქტომბერს, კიდევ  ერთხელ, ვიქნებით  მომსწრე ძალიან დიდი  გამარჯვების“ – განაცხადა ხატია წილოსანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება