fbpx

ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა

ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,
მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის შედეგად, მოეწყო ტროტუარი და 4 473 კვ.მ ფართობზე ასფალტის
საფარი დაიგო.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ამჯერად, ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. აღნიშნულ
მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. ახლა კი,
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს“, –
განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტი, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ “L&L”
განახორციელა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება